დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. უწყების ცნობით, მთავრობის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელებენ.
აქედან 15 საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილის წარადგენს და ისინი ენერგოპროექტებს შეეხება, ხოლო ერთს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
ეს საკითხებია:
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.