USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
რა რისკები ჩნდება უძრავი ქონების გაყიდვების შენელებასთან დაკავშირებით?
თარიღი:  767

უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების გააქტიურება ჯერ ისევ არ შეიმჩნევა, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხმარებლები ბინების ყიდვისგან თავს ისევ იკავებენ, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

ფინანსისტები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი პირდაპირ აისახება საბანკო სექტორზე, რადგან ბიზნეს სესხების ყველაზე დიდი პორტფელი სწორედ ამ სექტორზე მოდის. მათი შეფასებით, ბანკებმა უკვე დაიწყეს სექტორის დაკრედიტების შემცირება, რადგან რისკ ფაქტორები მომატებულია.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ დეველოპერები ახალი პროექტების დაწყებისას თავს შეიკავებენ, ხოლო არსებული მშენებლობების დასრულება გაუჭირდებათ.

“აქცენტი გაკეთდება დაწყებული მშენებლობების დასრულებაზე, შესაბამისად, შემცირდება ჩემი ვარაუდით, ახალი მშენებლობები, რაც გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის შენელებას, დასაქმების ნაწილში, მასალების შეძენის მხრივ და ა.შ.

მეორე - გართულდება მშენებლობების დასრულება და მიმზიდველობა უძრავი ქონების ბაზრის მიმართ შემცირდება.

მესამე - საფინანსო სექტორს შესაძლოა გაუფუჭდეს უფრო მეტი სესხი და მივიღოთ დეველოპერული კომპანიები, რომლებსაც დასჭირდებათ მხარდაჭერა, შეიძლება სახელმწიფოსი. შესაბამისად, ვარაუდია რომ წნეხი წავა სახელმწიფოზე, რომ დაიწყოს სხვადასხვა ტიპის პროგრამები, რითაც წაახალისებს მშენებლებს და მყიდველებს სხვადასხვა სუბსიდირების ან პირდაპირი მხარდაჭერის გზებით.

და ბოლოს შენელება უძრავი ქონების ბაზარზე ასევე გამოიწვევს იმას, რომ არა მხოლოდ საბანკო კორპორაციული, არამედ, სავარაუდოდ, იპოთეკური პორტფელიც შეიძლება შემცირდეს, რაც საბანკო სექტორის მოგებიანობაზე აისახება", - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის