USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
რა ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები? - 5 თვეში ექსპორტი რეკორდულ $800 მილიონზეა
Date:  1981

2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 18 ათასი დოლარია. რაც შეეხება ქვეყნებს, პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც საქართველოდან 189 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა. მეორე ადგილზე 187 მილიონით ყაზახეთი, მესამეზე კი ყირგიზეთია 182 მილიონის ექსპორტით.

ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების, ზრდის ტემპის და საშუალო ფასის მიხედვით:

1) აზერბაიჯანი - $189 მლნ, წლიური ზრდა 96%; მანქანების რაოდენობა 12,916, ერთის საშუალო ფასი $15 ათასი;
2) ყაზახეთი - $187 მლნ, წლიური ზრდა 692%; მანქანების რაოდენობა 10,894, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი;
3) ყირგიზეთი - $182 მლნ, წლიური ზრდა 1962%; მანქანების რაოდენობა 4,571, ერთის საშუალო ფასი $40 ათასი;
4) სომხეთი - $149 მლნ, წლიური ზრდა 1690%; მანქანების რაოდენობა 8,296, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
5) რუსეთი - $41 მლნ, წლიური ზრდა 458%; მანქანების რაოდენობა 2,943, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
6) ტაჯიკეთი - $13 მლნ, წლიური ზრდა 382%; მანქანების რაოდენობა 1,221, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი;
7) ბელგია - $11 მლნ, წლიური ზრდა -22%; მანქანების რაოდენობა 223, ერთის საშუალო ფასი $50 ათასი;
8) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6 მლნ, წლიური ზრდა 45%; მანქანების რაოდენობა 74, ერთის საშუალო ფასი $83 ათასი;
9) უკრაინა - $5 მლნ, წლიური ზრდა -67% ; მანქანების რაოდენობა 347, ერთის საშუალო ფასი $15 ათასი;
10) თურქეთი - $3 მლნ, წლიური ზრდა 318% ; მანქანების რაოდენობა 165, ერთის საშუალო ფასი $19 ათასი;

თუკი ექსპორტის ზრდის ეს ტემპი შენარჩუნდა, წლის ბოლომდე საქართველოს შემოსავალი ავტომობილებით ვაჭრობიდან $1.7-1.9 მილიარდს მიაღწევს.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი 83 ათასი დოლარის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები UAE-ში გადის. მეორე ადგილზეა ბელგია $50 ათასის ოდენობით, მესამეზე კი ყირგიზეთი $40 ათასის ოდენობით.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way