USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
რა ქონებით მოდის პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე?
Date:  

ირაკლი კობახიძემ უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2023 წელს შეავსო. რომლის მიხედვითაც, ის ფლობდა 158 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას წყნეთის გზატკეცილის ნომერ 56-ში, რომელიც 2016 წელს ჩუქების გზით მიიღო. ასევე, ამავე ტერიტორიაზე 20 კვადრატული მეტრის ფართის ავტოფარეხს, რომელიც ასევე ჩუქების გზით მიიღო.

ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი კობახიძეს სხვა უძრავი ქონება მითითებული არ აქვს. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, დოკუმენტის მიხედვით მან 2020 წელს 20 ათას დოლარად შეიძინა 2014 წელს გამოშვებული Mercedes-Benz S Class-ი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ირაკლი კობახიძე ანაბრის სახით ინახავს 40,000 დოლარს, ასევე 10,000 ლარს. ამასთან, ირაკლი კობახიძე მიუთითებს, რომ ნაღდი ფულის სახით 20,000 დოლარს ინახავს, რაც ანაბრიდან გატანილ თანხას წარმოადგენს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრის ხელფასის სახით 61,168 ლარის შემოსავალი მიიღო. თსუ-ში მისი, როგორც სამართლის პროფესორის ანაზღაურებამ კი 13,989 ლარი შეადგინა.

ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ნატალია მოწონელიძე მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეა. ამ პოსტზე მან ირაკლი კობახიძეზე მაღალი 77,616 ლარის ანაზღაურება მიიღო. პარალელურად, ნატალია მოწონელიძე თსუ-შიც ასწავლის, სადაც პერიოდის განმავლობაში 11,472 ლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძის ოჯახის მთლიანმა შემოსავალმა 164,245 ლარი შეადგინა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი კობახიძემ წლის განმავლობაში შვილების სწავლის საფასურის სახით 18,302 ლარი გადაიხადა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way