USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
რა პროექტები ხორციელდება ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში – სახალხო პლატფორმა
Date:  212

რა პროექტები ხორციელდება ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ისაუბრა. 

რა გამოწვევების წინაშე დგას ნაძალადევის გამგეობა?

ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებისა და სახურავების შეკეთება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება და სხვადასხვა დენდროლოგიური სამუშაო. რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი წილი უჭირავს გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობას, რომელიც ამ ეტაპზე, ერთდროულად სამ მისამართზე მიმდინარეობს. (ხევძმარისა და მუხრანის ქუჩაზე).

რა პროექტები ხორციელდება ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში?

მეტროსადგურ “ღრმაღელის” მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც დაახლოებით 1 თვეა  დაიწყო. მიმდინარეობის ძველი და ამორტიზებული საპარკე ინვენტარის სადემონტაჟო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 7 000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მოეწყობა ადაპტირებული კიბეები; დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება არის 1 323 390 ლარი. 

თემქაზე, თბილისის ზღვის ქუჩაზე, წლების განმავლობაში გრუნტიანი გზა იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილების დროს დიდ დისკომფორტს უქმნიდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ,  მზადდება საფუძველი ასფალტის დასაგებად, რის შემდეგაც 5000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი, 1000 კვადრატულ მეტრზე კი ბეტონის საფარი დაიგება. მოეწყობა ბორდიურებიც. პროექტის განხორციელების შედეგად, ზღვის ქუჩის მოსახლეობა მრავალი წლის შემდეგ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას.  პროექტის ღირებულება არის 715 000 ლარი. 

ზღვისუბნის დასახლება, ავშნის მესამე გასასვლელში, კერძო დასახლებაში, სადაც გრუნტიანი გზა იყო, მოსახლეობის თხოვნით, პირველად ეწყობა ასფალტის საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე სამუშაოები ჩატარდა. 4960 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, მოეწყო 45 გრძივი და 4 მეტრი სიმაღლის გზის დამჭერი კედელი. ამჟამად, საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი რთულად გადაადგილებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეები მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებენ. პროექტის ღირებულება არის 1 040 000 ლარი. 

სანზონის დასახლება, ერწოს ქუჩაზე, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებამდე, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და კომპანია ჯვპ-ის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მთლიან ქუჩაზე სრულად შეიცვალა როგორც წყალარინების ქსელი, ასევე სასმელი წყლის სისტემა. 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ტროტუარები კეთდება და ბორდიურები ეწყობა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი,  მოსახლეობა გაუმჯობესებული კომუნიკაციებით ისარგებლებს და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ. 

მნიშვნელოვანია, თემქის ხევის პროექტი, რომელსაც დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ახორციელებს. 20 ჰექტარ ფართობზე, 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ტერიტორიაზე წლების მანძილზე ანტისანიტარია, ჭაობი და გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. ამ ეტაპზე ირგვება ხე-მცენარეები, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, კეთდება სათამაშო მოედნები და ღია ტიპის საცურაო აუზები. ასევე, გადასასვლელი ხიდები. 

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონი, მეოთხე კვარტალი, N59 და N60 კორპუსებში, ჯამში, წყალარინების გარე 239 და შიდა 238 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 11 საკომუნიკაციო ჭა. N60 კორპუსში 16 გრძივ მეტრზე იცვლება სასმელი წყლის სისტემაც. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 78 200 ლარი არის გათვალისწინებული.

 

რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, რა ხდება ამ მიმართულებით?

სოციალური პროგრამების ბიუჯეტი –  9 188 000 ლარია. 

 ქირის კომპენსაცია – 1 345 000 ლარი. იანვრის თვეში ქირა აუნაზღაურდა – 360 ოჯახს, თებერვალში- 358-ს.  (ორ თვეში ჯამში 718 ოჯახი არის ქირით უზრუნველყოფილი).

ოპერაცია/კვლევის ბიუჯეტი – 500 000 ლარია.

მედიკამენტების ბიუჯეტი – 256 400 ლარი. 

ნაძალადევის რაიონში 10 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ყოველდღიურად 8 773 ბენეფიციარი სარგებლობს. ბიუჯეტი- 5 010 600 ლარი. 

რა ბიუჯეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე?

ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი – 14 670 000 ლარია. 

საგზაო სამუშაოები- 5 500 000 ლარი.

კეთილმოწყობა- 9 170 000 ლარი, 

სკვერები – 2 100 000 ლარი 

კედლები – 1 800 000

სპორტული მოედნები – 1 000 000

ტრენაჟორები – 300 000 ლარი

საბავშვო-გასართობი ატრაქციონები – 400 000 ლარი 

სანიაღვრე ქსელები- 350 000

საერთო სარგებლობის კიბეები – 200 000 

სკვერებში დაზიანებული ფურნიტურის შეკეთება – 500 000 ლარი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ბიუჯეტი – 3 850 000 ლარია.

ლიფტებისთვის – 1 564 500 ლარი

სახურავისთვის- 986 558 ლარი

წყალკანალიზაციისათვის – 900 000 ლარი

წყარო:https://fortuna.ge/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way