USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ვენესუელაში - გიორგი კობერიძე
Date:  2121
ვენესუელაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ იმ პრო-რუსული და პრო-ჩინური დიქტატორული რეჟიმის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და "დამოუკიდებლობას" დაუჭირა მხარი.
ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე მეტი ნავთობრეზერვი აქვს. მაგრამ ქვეყანას კომუნისტი დიქტატორი ნიკოლას მადურო მართავს, რომელიც აგრეთვე კომუნისტ ჰუგო ჩავესის გამგრძელებელია. მათი რეჟიმი კერძო საკუთრების დევნასა და კორუფციასთან ერთად ხალხის მიზანმიმართულ გაღარიბებაზე ორიენტირება იყო, რადგან დიქტატორებს სჯერათ, რომ რაც უფრო ღარიბია ხალხი, მით უფრო ადვილად შეიძლება მართო ის.
ვენესუელას საშუალო ხელფასი 350 ლარია. ქვეყნის, რომელიც მეოცე საუკუნეში მსოფლიოს მდიდარ ქვეყანათა ათეულში შედიოდა. ახლა კი ქვეყნიდან 6-დან 8 მილიონამდე ადამიანი გაქცეული დევნილობაში, რადგან ქვეყანაში არც საჭმელია და არც სასმელი.
ჰუგო ჩავესმა და ნიკოლას მადურომ სპეციალური პარამილიტარისტული დანაყოფები შექმნეს, რომელთაც დიდ ფულს უხდიან და ხალხს ესვრიან ხოლმე. ბოლო ორი დღეა აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს დედაქალაქ კარაკასში: შეუიარაღებელ დემონსტრანტებს მადუროს ბანდები ესვრიან. გაბრაზებულმა დემონსტრანტებმა წინა კომუნისტი დიქტატორის, ჰუგო ჩავესის ძეგლები უკვე ჩამოაგდო და ცეცხლი წაუკიდა.
აშშ-მ ღიად დაუჭირა მხარი დემონსტრანტებს. როგორც რესპუბლიკელებმა ისე დემოკრატებმა. დიქტატორმა ნიკოლას მადურომ "ტვიტერის" მფლობელი ილონ მასკი ქვეყნის მტრად გამოაცხადა, მას შემდეგ რაც მასკმა კომუნიზმის დამხობას მხარი დაუჭირა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აშშ-ს მონროს დოქტრინის მიხედვით ამერიკის კონტინენტი (სამხრეთი და ჩრდილოეთი) აშშ-ს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიის სფეროდ აქვს მოაზრებული. შესაბამისად, ვენესუელაში რუსული და ჩინური ძალების აღმოჩენა ვაშინგტონის პოზიციისათვის საფრთხის შემცველია.
მადუროს წინააღმდეგ გამოვიდა არგენტინის პრეზიდენტიც.
ჩინეთი და რუსეთი უდგას მადუროს გვერდში და არჩევნებში გამარჯვებასაც ულოცავს.
ვიმედოვნოთ რომ მადუროს რეჟიმი ჩამოვარდება და ახალი მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის "აღიარებას" და საქართველოს მტრობას უკან გაიწვევს.
სურათზე - ვინ უჭერს მადუროს მხარს და ვინ ეწინააღმდეგება მის მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way