USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  325
2023 წლის 16-17 მაისის შეჯამება უკრაინაში:
 
- ბახმუტის ფლანგებზე უკრაინელთა შეტევა წარმატებით გრძელდება. იმ ფონზე რომ ფლანგებზე რუსული ფორტიციკაციები საკმაოდ სუსტი იყო, უკრაინელები 500 მეტრიდან 1 კილომეტრამდე მიიწევენ წინ. არიან ტყვეებიც. საკმაოდ დიდი რაოდენობაა რუსული სამხედრო ნაწილების, რომლებმაც დანებება ამჯობინეს პოტენციურ სიკვდილსა და უკანდახევას.
 
- ცოტა უფრო რთული სიტუაციაა უშუალოდ ქალაქ ბახმუტში. თუკი ფლანგებზე ინიციატივა უკრაინელებს აქვს ქალაქის მიმართულებით რუსები მოქმედებენ. საარტილერიო ჭურვების გარკვეული შევსება მიუვიდათ მათ და ამით სარგებლობენ კიდეც. რეალურად, ბახმუტში გარდა უშუალო საქალაქო იერიშებისა გვაქვს ინტენსიური საარტილერიო შეჯახებებიც.
 
- რუსებმა აქტიური სარაკეტო დარტყმა სცადეს კიევის მიმართულებით. იყენებდნენ ჰიპერბგერით "კინჟალებსაც". რუსების გათვლა კიევისათვის აქტიური სარაკეტო იერიშებით გამოწვეული შოკის მიღება იყო. მაგრამ უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სიტემებმა, რომლებიც დასავლური და საბჭოური წარმოების შეიარაღების ტანდემით ხორციელდებოდა, სრულად გაართვა თავი რუსულ საჰაერო იერიშს. ჩამოგდებულმა რუსულმა რაკეტამ არასამხედრო ობიექტების დაზიანება მოახერხა. სავარაუდოა, რომ ძალიან მცირედით დაზიანდა Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო ერთი გამშვები. თუმცა დაზიანება საკმაოდ მცირეა და შესაძლოა რემონტსაც კი არ საჭიროებდეს ის.
 
- უკრაინელები აქტიურად ბომბავენ როგორც დონეცკის ოლქის მიმართულებას - კერძოდ იასინოვატას, ისე ლუგანსკს. როგორც ჩანს დონეცკის ოლქზე უკრაინელტა აქტიურმა დარტყმება რუსებს ომის საზაფხულო ფაზაში აიძულეს ძირითადი შეიარაღება და ლოჯისტიკა ლუგანსკის ოლქში გადაეტანათ, რომელსაც შედარებით უკეთ იცავდნენ. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა - უკრაინელები ანეიტრალებენ რუსულ შეიარაღებასა და ფორტიფიკაციებს.
 
- რუსების აზრით უკრაინელთა შეტევის დაწყება ზაპორიჟიას მიმართულებით შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიწყოს. ამის საწინააღმდეგოდ რუსებს ბევრი არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, რადგან ყველა ლოგიკით შეტევა რომელ ოქლშიც არ უნდა დაიწყოს ის არ იქნება ერთიანი, არამედ მრავალი მიმართულების სახე ექნება. ამ შემთხვევაში კი რუსებს გაწელილ ხაზზე მოუწევთ მოქმედება.
 
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати