USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  381
2023 წლის 14-15 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები ხდება ცნობილი ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკაში მომხდარი უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოკლული ორი პოლკოვნიკის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი მაკაროვია, რომელიც საბრძოლო ნაწილში შედარებით გამოცდილ კადრად მიიჩნეოდა და ძლიერ შენაერთს ხელმძღვანელობდა. ზუსტად არაა ცნობილი თუ როგორ გაიგეს პოლკოვნიკების ადგილსამყოფელი უკრაინელებმა, მაგრამ რუსები უკვე ერთმანეთს აბრალებენ ინფორმაციის გაჟონვის ამბავს.
- ბახმუტის შემოგარენში უკრაინელებმა კიდევ ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები სანგრებისა და საველე ფორტიფიკაციების დასაკავებლად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსებმა ათასობით ცუდად გაწვრთნილი მობილიზებულის გადასროლა დაიწყეს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში რათა რეგულარული ნაწილებისა და "ვაგნერის" უკუსვლის შემთხვევაში ფრონტი არ ჩამოეშალოთ. თუმცა არც ის იქნება გასაკვირი თუკი უახლოეს ხანში ცუდად აღჭურვილ და გაუწვრთნელ მობილიზებულებს წინა ხაზზე ვიხილავთ.
- უშუალოდ ბახმუტში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
- ბახმუტის კიდევ უფრო სამხრეთით, კლიშჩიივკადან 5 კილომეტრში, უკრაინელები კურდიუმივკას მიადგნენ, სადაც რუსები არიან გამაგრებული. დასახლებაზე შტურმის დაწყებისა და მისი გათავისუფლების შემთხვევაში ბახმუტის სამხრეთით ბაზირებული რუსული ნაწილები ალყის საფრთხის ქვეშ დადგებიან თუკი ფრონტის ხაზის ნაწილიდან კიდევ უფრო აღმოსავლეთით არ მოახდენენ ევაკუაციას.
- უკრაინელები აქტიურად ბომბავენ ლუგანსკის რუსულ სამხედრო სამიზნეებს. ფრთოსან რაკეტებთან ერთად ქალაქში მოქმედებენ უკრაინელი პარტიზანებიც, რომელთაც დღეს ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ე.წ. შსს მინისტრი ხელყუმბარის გამოყენებით ბარში ააფეთქეს. იგი მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია.
- უკრაინელებსა და რუსებს შორის შეტაკებების ტემპმა იმატა ლუგანსკის ოლქში, სვატოვეს მიმართულებით. რაც უფრო გაძლიერდა უკრაინელთა დაწოლა ბახმუტის შემოგარენში მით უფრო დიდი რაოდენობის რუსული ნაწილების გადასროლა ხდება ამ მიმართულებით. უკრაინელებმა ნოვისელივსკეს მიღმაც მოახერხეს რუსულ პოზიციებზე იერიში.
- ეს დღეები არ ჩანდა ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა. გავრცელდა ვერსია რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. იგი დღეს კვლავ გამოჩნდა, მაგრამ კითხვები გაჩნდა თუ რა შეიძლება მოხდეს თუკი იგი უეცრად მოკვდება. არის ვერსია რომ რუსეთი ქვეყნის სწრაფ ანექსიას შეეცდება ან რუსი სამხედრო ძალების დანიშნული კადრით ჩანაცვლდება იგი. სხვათა შორის ზელენსკის ევროტურნეს ისე არ ჩაუვლია, რომ ბელარუსი ოპოზიციური ლიდერი ციხანოვსკაია არ მოენახულებინა მას. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკამ ბელარუსი რუსეთის დეფაქტო ანექსიისათვის შეამზადა. რეალურად, უკრაინაში რუსეთის მარცხის შემთხვევაში ბელარუსის ბედი როგორ გადაწყდება ბოლომდე ნათელი არ არის. რუსეთის მარცხის მასშტაბებიდან გამომდინარე შესაძლოა ბელარუსის ანექსია სცადოს რუსეთმა ან პირიქით, ლუკაშენკა დაამხონ უკრაინაში მებრძოლმა ბელარუსმა მეომრებმა. გააჩნია რუსეთის დამარცხების მასშტაბს.
- უკრაინული დაზვერვის ცნობით 152 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული მხოლოდ ზაპორიჟიას ოკუპირებულ ოლქში. ეს რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ ფრონტის ხაზი გაწელილია, ხოლო სატრანსპორტო კომუნიკაციები საბრძოლო მოქმედებების არეალის სიახლოვეს ეფექტურად გამართული არ არის. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ რუსული ლოჯისტიკა დიდწილად ისევ რკინიგზის ქსელს ეყრდნობა. ეს კი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ პოლოჰისა და ვასილივკას მიღმა მდელოებზე კომუნიკაციები გამართული ნამდვილად არ აქვთ. სწორედ ამიტომაა, რომ პოზიციების უკიდურესი ფორტიფიცირება ხდება მათ რუსების მიერ, რათა უკრაინელებმა საველე შეტევები ვერ განახორციელონ. მაგრამ არავინ იცის რამდენად კარგადაა ეს ფორტიფიკაციები მოწყობილი და რამდენად რეალური სირთულე იქნება მათი გადალახვა უკრაინელთათვის.
- ზელენსკის ევროტურის ფარგლებში ორი ძირითადი მიღწევა მოხდა: გერმანია 2.7 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს, რომელშიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, დიდი რაოდენობით ამუნიცია, ჯავშანტრანსპორტიორები და გარკვეულწილად მოძველებული "ლეოპარდ 1" ტანკები შედის. მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი ბრიტანელთა მიერ უკრაინელი პილოტების F-16 მრავალფუნქციურ გამანადგურებლებზე წვრთნის დაწყებაა. ამას ემატება კიდევ ერთი რამ - უკრაინამ შეიძლება სადაზვერვოს გარდა დამრტყმელი დრონებიც მიიღოს. რომ შევადაროთ - "ბაირაქტარები" დასავლურ დამრტყმელ დრონებთან გარკვეულწილად მცირე კალიბრის აპარატია.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way