2023 წლის 4-5 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- რუსეთში, ყირიმის ნახევარკუნძულის მოპირდაპირე მხარეს, ქერჩის სრუტის მომიჯნავედ ტამანის ნახევარკუნძულზე რუსული ნავთობტერმინალი დაიწვა;
- რუსეთში კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და ტერმინალი "ილინსკი" დაიბომბა და დაიწვა;
- დაიბომბა რუსული ნავთობტერმინალი როსტოვის ოლქშიც. ნავთობის დეფიციტის შექმნა ფრონტის ხაზზე ლოჯისტიკურ კრიზისს იწვევს. გარდა ამისა ესაა შოკის მიღწევის ეფექტური საშუალება - პოტენციურად ყველა ნავთობსაწარმო თუ იარაღის საწყობი სამიზნე ობიექტადაა ქცეული და თან ისე, რომ მათი 100%-ნი დაცვის საშუალება რუსეთს არ აქვს.
- რამდენიმე ადგილი დაიბომბა სევასტოპოლშიც. ძირითადი სამიზნეები ის ქარხნები იყო, რომლებიც იარაღს ან ტექნიკასთან დაკავშირებულ ნაწარმს ქმნიდნენ.
- რუსეთში 9 მაისის ღონისძიებები რიგრიგობით უქმდება ან იზღუდება. განსაკუთრებით იზღუდება იმ ქალაქებში, რომლებიც ფრონტისპირა დასახლებებს წარმოადგენენ. ამასთან, არ არის დაზუსტებული დაესწრება თუ არა აღლუმს მოსკოვში თავად ვლადიმერ პუტინი. არის პესკოვთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ პუტინის ნაცვლად ღონისძიება მისი პორტრეტის ამარა შეიძლება ჩატარდეს. თუმცა მას მეგალომანიური იდეები აქვს და მისი არ დასწრება აშკარა სიმხდალესთან იქნება დაკავშირებული (თუმცა იგი რომ მხდალია და კორონავირუსისა და ომის განმავლობაში დროის დიდ მონაკვეთს ბუნკერში რომ ატარებს ამას რუსეთიდან გაქცეული არაერთი ანალიტიკოსი აცხადებს). ამიტომ რეალურად რა იქნება ჯერ კიდევ ნაადრევია ვთქვათ.
- კრემლის დაბომბვის საპასუხოდ რუსული პასუხი როგორც მოსალოდნელი გახლდათ საკმაოდ სუსტი იყო და ისევ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ მიტანილი იერიშებით შემოიფარგლებოდა. დაიბომბა ოდესა. იყო წარუმატებელი მცდელობა დაბომბილიყო კიევიც. რეალურად, რუსეთს რისი გამოყენებაც შეეძლო (გარდა ბირთვული იარაღისა) უკვე ყველაფერს იყენებს.
- დაიბომბა ხერსონის სუპერმარკეტი "ეპიცენტრი" და მისი შემოგარენი. იერიშის შედეგად 23 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაშავდა 40-ზე მეტი. ამავე კვირაში უმანის დაბომბვის შემდეგაც დაახლოებით იგივეა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი.
- რუსებმა ზაპორიჟიას ოლქში ენერჰორადის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შემოგარენში დიდი რაოდენობით იარაღი განათავსეს. არის ვერსია რომ სადგური დანაღმულიცაა. ისინი უკრაინელთა შეტევას სწორედ ამ მიმართულებით ელოდებიან.
- გამოძალვისა და ქრთამის ბრალდებით უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავა. საინტერესო ისაა, რომ ტრუხანოვისადმი უკრაინაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ზოგიერთი მას რუსეთისადმი რბილი დამოკიდებულებისადმიც კი აკრიტიკებდა.
- პრეზიდენტი ზელენსკი ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ეწვია. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა გაიზარდოს და რომ პუტინის სასამართლოს წინაშე წარდგენის პოლიტიკური ნება არსებობს. ამ ყველაფერს თავისი დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობის გარდა.
- უკრაინული სამხედრო ძალები გააქტიურებულები არიან როგორც ტოკმაკი-პოლოჰის მიმართულებით, ზაპორიჟიას ოლქში ისე აგრძელებენ აქტივობას დონეცკის ოლქის ფრონტისპირა ტერიტორიებზე. აშკარაა რუსების სუსტი წერილის გამოვლენას ემსახურება ეს ყველაფერი.
- "როიტერის" ინფორმაციით რუსული შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან კარდინალურად შემცირდა. 2022 წლის აპრილთა შედარებით ამ ორი რესურსიდან მიღებული ფინანსები 64%-ითაა შემცირებული, ხოლო წინა თვესთან შედარებით 5.9%-ით.