USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  683
2023 წლის 27-28 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- ქალაქი ბახმუტის მხოლოდ უკიდურესი დასავლეთ ნაწილი რჩება უკრაინელთა ხელში. ქალაქის უმეტესობაში რუსებმა შეღწევა შეძლეს, ხოლო უკრაინელებმა ევაკუაცია განახორციელეს უკეთესი პოზიციებისაკენ. სავარაუდოა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილსა და ბახმუტის მომიჯნავედ უკრაინელებმა უკეთესი პოზიციები დაიკავეს და რთულად შესანარჩუნებელი პოზიციებიდან უკუიქცნენ. ამასთან, როგორც წინათ, ქალაქის ის ნაწილი, რომლიდანაც ევაკუაცია განხორციელდა მეტწილად დანაღმულია. რუსების მიერ დაკავებული არაერთი შენობა აფეთქდა მას შემდეგ რაც იქ "ვაგნერელები" და რუსი რეგულარები შევიდნენ.
- როგორც წინა დღეების შეჯამებაში ვწერდით - "ვაგნერს" კონკურენტებიც გამოუჩნდა - რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიებმა სწრაფი ტემპებით დაიწყეს ფორმირება. მათ შორისაა გაზპრომის სამხედრო კომპანია "ნაკადი", რომელიც ვაგნერის მხარდამხარ იბრძვის თუმცა ძალიან რთულ სიტუაციაშია აღმოჩენილი, რადგან გამოცდილების საკმაოდ შეზღუდული მაჩვენებელი აქვთ ხოლო უკრაინელების გარდა დაპირისპირება უშუალოდ "ვაგნერთანაც" აქვთ. საბოლოოდ, წმინდად რიცხობრიობის თვალსაზრისით, რუსეთის მხარეს მებრძოლი სამხედროების რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ომამდე იყო, თუმცა, ცხადია, ეს ხარისხზე არ მიუთითებს.
- მელიტოპოლისა და ზაპორიჟიას ოლქის სხვა საკვანძო ქალაქების მიმართულებით უკრაინელთ საარტილერიო იერიშები გრძელდება. ამასთან, მელიტოპოლში უკრაინელმა პარტიზანებმა კოლაბორაციონისტის აფეთქება შეძლეს.
- უკრაინელებმა დაბომბეს ნოვა-კახოვკა, ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იერიშები განხორციელდა რუსული არმიის იარაღის საწყობების მიმართულები. ინფორმაციული უპირატესობა ცალსახად უკრაინელთა ხელშია.
- წუხელ რუსებმა ფრთოსანი რაკეტები ისროლეს უკრაინული ქალაქების მიმართულებით. სამიზნე იყო როგორც დედაქალაქი ისე სხვა დიდი ქალაქების ენერგო თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინელებმა ფრთოსანი რაკეტების ჩამოგება შეძლეს, მაგრამ რუსული რაკეტების ის ნაწილი, რომელიც ვერ იქნა განეიტრალებული, ძირითადად, ისევ სამოქალაქოები განაადგურა.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსები ბოლო დღეებია ძალიან აქტიურად იყენებენ უპილოტო თვითგანადგურებად ფრთოსან დრონებს "ლანცეტებს" უკრაინული დრონების საპირწონედ რუსული აქტივობა ვერ იქნება წარმოდგენილი: უკრაინული დრონები პრაქტიკულად ფრონტის ხაზზე დომინირებენ - ამჯერად ძირითადი სამიზნე ცოცხალი ძალის შეჯგუფებები და სატრანსპორტო საშუალებებია.
- რუსეთში სიტუაცია იმდენად დამძიმდა რომ მოსკოვში ტორტის გამოცხობისათვის დააკავეს კონდიტერი. მან ტორტს დააწერა "მშვიდობა უკრაინას; თავისუფლება რუსეთს". ასეთ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ავტოკრატიიდან ნელ-ნელა ტოტალიტარიზმამდე მიდის კრემლის მმართველობა.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის