USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  671
2023 წლის 25-26 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- გუშინ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელმაც ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა. საუბარი ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმასა და ზოგად სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას შეეხო. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა მოიწონა და ნაყოფიერი უწოდა.
ცხადია ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან ჩინეთი, როგორც არაერთხელ იქნა აღნიშნული, ცდილობს პოზიციონირდეს, როგორც ნეიტრალური მოთამაშე აღნიშნულ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მას კრემლის მხარდამჭერ ძალად აღიქვამდნენ ხოლმე. უკრაინა კი პეკინის სწრაფვას ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების მცდელობისაკენ თავის სასარგებლოდ იყენებს, რის შედეგადაც მორალური თუ სამხედრო დახმარების ის მცირე იმედი, რომელიც კრემლს ჩინეთისაგან ჰქონდა, თანდათან შემცირდება.
ეს ყველაფერი პრინციპში ცხადიც იყო, რადგან ჩინეთისათვის რუსეთი თავისი რეგიონული ამბიციების პროცესში ხელის შემშლელი უფრო იყო ვიდრე ხელშემწყობი. რაც უფრო სუსტი იქნება რუსეთი მით უფრო ვერ შეუშლის ის ხელს ჩინურ ინტერესებს შუა და აღმოსავლეთ აზიაში ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპასა თუ აფრიკაში. თუკი ჩვენ შევხედავთ ჩინურ-რუსულ ინტერესებს, თითქმის ყველა რეგიონში ნეგატიური კვეთა ჰქონდათ მათ. და ის შეხედულება გადაჭარბებული იყო, თითქოს რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში ისხდნენ (სხედან). მათ საერთო მეტოქე ჰყავთ აშშ-ს სახით (რაც მოსკოვ-პეკინის დროებითი ღერძის კონტურების დახაზვის მიზეზი იყო), მაგრამ როდესაც აშშ რუსეთის შეკავებითაა დაკავებული ჩინეთი ორივე მათგანის გვერდის ავლით ცდილობს გლობალურ მოთამაშედ ქცევას, რომელსაც შეუძლია თავისი დღის წესრიგის ფორმირება. ამიტომაცაა, რომ ევროკავშირთანაც კი პოზიტიური დღის წესრიგის დამყარებას ცდილობს პეკინი და ყველაფერში საკმაოდ ორაზროვან მოთამაშედაა ქცეული, რომლის მიღმაც თავისი პოლიტიკური მიზნები იმალება.
- გუშინ უკრაინელებმა მძიმედ დაბომბეს რუსული პოზიციები ოკუპირებული ზაპორიჟიას ოლქის ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით. დაბომბვა საკმაოდ მასშტაბური იყო. ტოკმაკი ზაპორიჟიას ფრონტზე რუსების ერთ-ერთი საკვანძო დასაყრდენი პუნქტია.
- საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ყირიმში, დანარჩენი უკრაინის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. რუსები თავიანთ ტექნიკას არსებული დისლოკაციების ადგილებიდან ხსნიან და გაურკვეველი მიმართულებით გადააქვთ. ეს შეიძლება იყოს ფრონტის ხაზის მიმართულება ან პირიქით, კიდევ უფრო მეტად სიღრმეში, სადაც უკრაინელები ვერ მისწვდებიან. უფრო მაღალი ალბათობაა პირველ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, რადგან მოახლოებული კონტრშეტევის მოლოდინში რუსულ სამხედრო ძალას ტექნიკის მხარდაჭერა ძალიან ესაჭიროება.
- დღეს ბახმუტის სიახლოვეს უკრაინელებმა რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს. კიდევ ერთი შვეულმფრენი ჩამოგდებაზე იყო საუბარი ავდიივკასთანაც.
- რუსეთში, მურმანსკში მიგ-31 გამანადგურებელ-გადამტაცი ჩამოვარდა. მიგ-31 70 მილიონ დოლარამდე ღირს და "კინჯალის" ტიპის რაკეტების სროლაც შეუძლია.
- რუსები ფრონტის ხაზის მიმართულებით ძალიან აქტიურად იყენებენ უპილოტო თვითგამანადგურებელ დრონებს - "ლანცეტებს". ბოლო დღეებია მოხშირდა მათ მიერ უკრაინული ტექნიკის წინააღმდეგ აქტივობა. ამ ომის მიმდინარეობისას "ლანცეტები" ერთ-ერთი იშვიათი მოდერნული იარაღია რუსული შეიარაღებული ძალების ხელში.
- რუსებს ეშინიათ, რომ 9 მაისს აღლუმზე რაღაც შეიძლება მოხდეს. ამიტომაც უკიდურეს ღონისძიებებს მიმართავენ და წითელ მოედანსაც წინასწარ კეტავენ. საინტერესოა აღლუმზე ტექნიკის რა რაოდენობას გამოიყვანს რუსეთი და ზოგადად, როგორი განწყობები იქნება მოსკოვში. ამასთან, T-72-ების უმრავლესობა უკრაინაშია, ხოლო თავმომწონედ შექმნილი "არმატები" უკვე ფრონტის ხაზზე დაფიქსირდა.
- კვიპროსში, ნიქოზიაში რუსული კულტურის ცენტრი დაიწვა. არსებული ინფორმაციით ის მოლოტოვის კოქტეილების სროლის შემდეგ დაიწვა. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ კვიპროსი რუსული ფულისა და ინვესტიციების ერთ-ერთი გზაგამტარი იყო ევროკავშირში. ახლა კი თანდათან იქაც კარგავენ ისინი პოზიციებს.
- სიტუაცია ბახმუტში კრიტიკულია რადგან მომარაგების ხაზები ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლშია მოქცეული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქალაქში რუსები აღარ წაწეულან. სამაგიეროდ უკრაინული არტილერია დამიზნებით ესვრის და ანადგურებს რუსულ ახალდაკავებულ პოზიციებს ქალაქის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати