USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  542
2023 წლის 23-24 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- ხერსონის აღების შემდეგ უკრაინელებმა რამდენიმე სპეციალური საინფორმაციო და სამხედრო ოპერაცია განახორციელეს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ, ოკუპირებულ მხარეს. ბოლო კვირებში უკრაინელების მხრიდან მდინარის გადალახვის რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა (გუშინ კადრებიც იქნა გავრცელებული) როგორც ხერსონის ისე ზაპორიჟიას ოლქში. ეს არ ნიშნავს მყარი და გამაგრებული პლაცდარმის შექმნას აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით, სადაც, მდინარის გასწვრივ მეტწილად ჭაობიანი სივრცეა წარმოდგენილი. თუმცა ეს ნამდვილად წარმოადგენს სიგნალს, რომ ჭაობებს შორის სახმელეთო სივრცე, რომელზეც მოასფალტებული და მსუბუქი ტექნიკით გამავალი გზა არაა, ნელ-ნელა უკრაინული ოპერაციულ სივრცეში ექცევა, საიდანაც უკრაინელები რა სახის სპეციალურ ოპერაციებს განახორციელებენ უცნობია. ეს კი ნიშნავს, რომ საინფორმაციო თვალსაზრისით უკრაინელებს ძალიან სანდო ინფორმაცია აქვთ რუსების განლაგებისა და მომარაგების მიმართულებით და სწორედ იმ პოზიციებზე ახორციელებენ აქტივობას, სადაც ან რუსი მობილიზებული ნაწილები არიან წარმოდგენილნი (რეგულარული არმიის ნაცვლად) ან სადაც ისინი საერთოდაც არ იმყოფებიან.
ლოგიკურია, რომ უკრაინელები მდინარის გადალახვის ოპერაციებით უკეთ დაადგენენ რუსულ სუსტ წერტილებს, შექმნიან მცირე პლაცდარმს და შემდგომ გამოიყენებენ მათ თავიანთ სასარგებლოდ. ამასთან, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში მომხდარი ლოკალური შეტაკებები მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე აღნიშნული ოპერაციების ნაწილია.
როგორ პასუხობენ ამ პროცესებს რუსები? ყველა იმ პოზიციის მიმართულებით, რომელზეც უკრაინელთა დესანტირების შემთხვევებია ნავარაუდები საარტილერიო დარტყმები იქნა განხორციელებული. ეს კი ნიშნავს, რომ რუსული არტილერია იძულებულია დასავლეთ სანაპიროს ნაცვლად აღმოსავლეთზე მოახდინოს ფოკუსი. მაგრამ ეს არაა ყველაფერი, სწორედ ფოკუსის საკითხია ერთ-ერთი ფუნდამენტური: რუსები ვერ დატოვებენ გადალახვის ასეთ აქტივობას უყურადღებოდ და იძულებულნი იქნებიან დამატებითი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლონ და ფოკუსიც აქეთ მიმართონ, სამაგიეროდ, სხვაგან დამატებითი შესაძლებლობები იხსნება.
- ბახმუტის დასავლეთ ნაწილში რუსული იერიშები გრძელდება. უკრაინელები ქალაქის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. ამ ნაწილისათვის ბრძოლა ძალიან მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს, მაგრამ რუსული წინსვლის ტემპი საკმაოდ დაბალია. ზოგადი შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსული თვიური წინსვლა 2.7 კილომეტრი იყო და სწორედ ბახმუტისა და მისი შემოგარენის მიმართულებით.
რაც შეეხება ქალაქის შემოგარენში მიმდინარე სასანგრე და საველე შეტაკებებს, აქ უკრაინელები ბევრად უკეთეს შედეგს აღწევენ - დრონებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით რუსი რეგულარებისა და "ვაგნერელთა" მსხვერპლი კატასტროფულად მაღალია. კვლავ იმატა ტყვეთა რაოდენობამაც. სამაგიეროდ რუსები ხვრეტენ უკრაინელ ტყვეებს და აკანონებენ სამხედრო დანაშაულის ყოველდღიურობას.
არცთუ სტაბილურობაა უშუალოდ "ვაგნერის" შიგნითაც, რომელთა წევრებიც ერთმანეთს აბრალებენ ამა თუ იმ პოზიციაზე წარუმატებლობას. არის ვერსია, რომ ამ ფონზე რუსები დამატებით სხვადასხვა კერძო სამხედრო კომპანიებსაც აარსებენ. ეს კი "ვაგნერს" კონკურენტებს (და მეტოქეებს) უშუალოდ ფრონტის ხაზზეც კი შეუქმნის. არადა კანონის მიხედვით რუსეთში ნებისმიერი სახის კერძო სამხედრო კომპანიის არსებობა საერთოდ აკრძალულია.
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის საზღვართან, ლუგანსკის ოლქში, როვენკის ნავთობტერმინალი დაბომბეს და დიზელის ცისტერნები და მიწოდების არტერიები გაანადგურეს. მოწინააღმდეგის ზურგი დაცული არაა და უკრაინელები ამას თავიანთ სასარგებლოდ ყოველდღიურად იყენებენ.
- უკრაინული დრონები მასობრივად არღვევენ რუსეთის საჰაერო სივრცეს. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვის ოლქისა და უშუალოდ ქალაქის სიახლოვეს უკრაინული დრონების გამოჩენის. ამ ფონზე აეროპორტების უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
- წუხელ უკრაინელებმა ყირიმი, სევასტოპოლი დაბომბეს. თუკი ომის პირველ თვეებში სევასტოპოლი მოსკოვივით დაცულ ქალაქად ჰქონდათ გამოცხადებული, ახლა მისი დაბომბვა არავის უკვირს.
- უკრაინელები იარაღის მიწოდებაზე კვლავ საჯაროდ ჩივიან და ითხოვენ მეტს. უკვე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ესეც საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყოს. უკრაინას ცხადია მეტი იარაღი სჭირდება, მაგრამ დეფიციტზე საუბარი და დასავლეთის კრიტიკაზე ხაზგასმა შესაძლოა სწორედ რუსების დასაბნევად იყოს გათვლილი: თითქოს უკრაინელები იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ამას რუსები მოელიან. მარტივად რომ ვთქვათ, ორი ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია - ის რომ უკრაინელები შეტევაზე გადავლენ და რუსული თავდაცვა ჩამოიშლება და ის, რომ უკრაინელები ძალიან სუსტები არიან და დეფიციტი აქვთ და ვერაფერს აბამენ თავს - გაურკვევლობის მეტს არაფერს ქმნის რუსულ ოფიცრობაში.
- რუსეთში 1998 წლის შემდეგ სამუშაოზე მუშახელის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის მიზეზი მოსახლეობის ფრონტის ხაზზე გაწვევა ან მათი მხრიდან ქვეყნის დატოვებაა. მაგრამ ეს არაა ყველაფერი - სწორედ ყველაზე კვალიფიციური მუშახელის მიმართულებითაა დეფიციტი მაღალი. ეს კი ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის დაცემის გრძელვადიან პარამეტრადაა ხოლმე წარმოდგენილი.
- Fox News-ის ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად იყო რუსეთის პროპაგანდის გავრცელებით დაკავებული, სამსახურიდან იქნა გაშვებული. მან ამერიკული რესპუბლიკურად განწყობილი პრო-ტრამპისტი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსული დეზინფორმაციით გამოკვება. მისი წასვლა კარგი სიგნალია, მაგრამ ზიანი უკვე დამდგარია, რადგან Fox ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეარხია აშშ-ში.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის