USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  578
2023 წლის 19-20 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- რუსული ხომალდები ჩრდილოეთის ზღვაში შესაძლო საბოტაჟისათვისაც კი ემზადებიან თუკი დასავლეთთან სამხედრო ესკალაცია მოხდა. ეს კი ქარის გენერატორების დაზიანებასა და ელექტრომომარაგების შეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს. რუსული ხომალდები სწორედ იმ მიმართულებით გადაადგილდებიან, სადაც ეს გენერატორებია გამართული. დანიელები, ნორვეგიელები და ბრიტანელები რუსული ფლოტის ნებისმიერ გადაადგილებას ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდებიან.
- ზაპორიჟიას ოლქში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში მოსახლეობა ინტენსიურად ტოვებს ტერიტორიას. შესაძლოა ეს უკრაინულ კონტრშეტევას უკავშირდებოდეს და გააქტიურებას საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსების მხრიდან ნებისმიერი ძალადობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულიად მოსალოდნელია, მათ შორის იძულებითი გაწვევაც კი. ამიტომაა რომ მოსახლეობა ურბანულ ცენტრებს არიდებს თავს.
- საბრძოლო მოქმედებების ტემპმა მოიმატა ბახმუტის ირგვლივ. რუსები ქალაქის დასავლეთ ნაწილზე იერიშებს ახორციელებენ, უკრაინელები კი გაწელილ რუსულ ფლანგებს უტევენ ქალაქის შემოგარენში. ამ ფონზე რუსი სამხედროები ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან აღმოჩენილი, რადგან ამ მიმართულებით მათი საფორტიფიკაციო ნაგებობები სუსტია და ძირითადად შეტევითი პოზიციები აქვთ გამართული.
- უკრაინულმა არტილერიამ წუხელ რუსულ საწყობებსა და სამხედრო შეჯგუფებებზე მიიტანა იერიში. დაიბომბა რუსული ორი იარაღის საწყობი და განადგურდა ცხრა რუსული სამხედრო პოზიცია. HIMARS-ის ამუნიციის შევსების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ უკრაინელი არტილერისტები.
- იბომბება ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიაც. უკრაინელები რუსულ პოზიციებს მდინარე დნეპრისა და მომიჯნავე არხების გასწვრივ ბომბავენ. ამასთან, დღეს შეტაკებები იყო ოკუპირებულ ნოვა კახოვკაშიც. უცნობია უკრაინული პარტიზანები ან დივერსიული ჯგუფები შევიდნენ იქ თუ რუსებს შორისაა მორიგი დაპირისპირება. არც ისაა გამორიცხული ოპერაციისწინა მოსამზადებელ შეტევასთან გვქონდეს საქმე.
- იან სტოლტენბერგი - ნატოს გენერალური მდივანი - კიევში ჩავიდა. მის ჩასვლას მხოლოდ სიმბოლური ხასიათი არ აქვს და ნატოსა და უკრაინის შემდგომი თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვან კავშირებს ქმნის. სხვათა შორის ეს კავშირი საქართველოსათვისაც მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინასთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებით საქართველოსათვისაც იქმნება პრეცედენტი.
- დიდი ბრიტანეთიდან უკრაინისაკენ არამხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარება მიედინება, არამედ კერძო კომპანიების გავლითაც ხდება ეს. ამაზე ბრიტანული არხი Channel 4 აკეთებს სიუჟეტს და აღწერს, რომ თითქმის ყველა სახის შეიარაღება იყიდება უკრაინაზე კერძო მფლობელთა გავლით. იარაღის მიწოდების არასახელმწიფოებრივი აქტორები აქამდე განხილული ნაკლებად იყო, მაგრამ როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი წყარო არსებობს, რასაც უკრაინელები იყენებენ დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
- უკრაინაში უკვე ჩავიდა ნიდერლანდური, ამერიკული და გერმანული PATRIOT-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. თანდათან უკრაინის ცა უფრო და უფრო დაცული ხდება. ამის საპირისპიროდ რუსეთის ტერიტორიაზე არაერთ უკრაინულ დრონს პოულობენ. რუსეთის ცის დაცვა ბევრად უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს.
- კიევში წუხელ მეტეორიტი ჩამოვარდა. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს NASA-ს ძველი კოსმოსური თანამგზავრის დაწვა ყოფილიყო, მაგრამ NASA-მ კომენტარი გააკეთა და უარყო მსგავსი ინციდენტი. უკრაინელები ხუმრობენ რომ უკვე უცხოპლანეტელების შეტევის მოსაგერიებლად ემზადებიან.
- რუსეთში შიდა დაპირისპირება კლანებს შორის აქტიურად გრძელდება. სულ ბოლოს სამხედრო დამნაშავე იგორ გირკინმა რუს პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს "გახრწნილი ალკოჰოლიკი" უწოდა, სხვა პროპაგანდისტები კი უარესი სიტყვებით მოიხსენია. აშკარაა რომ რუსეთის შიგნით ძალიან ფეთქებადი სიტუაციაა. ომში დამარცხების კონტურების უკეთ გამოკვეთის კი დაპირისპირების მასშტაბები მოიმატებს.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის