USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  759
2023 წლის 12 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- დღეს ბახმუტში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. უკრაინელებმა დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება შეძლეს, რის ფონზეც რუსების მრავალმიმართულებიანი შეტევა უშუალოდ ქალაქის დასავლეთ ნაწილზე ვერ განვითარდა. რუსები მრავალი ჯგუფების მეშვეობით ცდილობენ უკრაინულ პოზიციებზე შეტევას და ალყის იმიტაციას.
მეორეს მხრივ თავად რუსები აწყდებიან გარკვეულ პრობლემებს - ბახმუტი იმდენად დანგრეულია, რომ უკვე აღებული პოზიციების ეფექტური შენარჩუნებაც კი ვერ ხდება, რადგან საკომუნიკაციო ქსელი მოშლილია, ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს ხოლო დანაღმულ ტერიტორიაზე გადაადგილება ჭირს.
- გავრცელდა ვიდეო როგორ აჭრის რუსი სამხედრო თავს უკრაინელ ტყვეს. ეს არის ომის დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი, მაგრამ გარდა სამართლებრივი მხარისა საქმე გვაქვს იმ მხეცურ და ველურ ძალასთან, რომელსაც არამხოლოდ უკრაინისათვის აქვს ომი გამოცხადებული, არამედ საქართველოსათვისაც. არის ვერსია, რომ ვიდეო კრემინას სიახლოვეშია გადაღებული. ვიდეოს გადაღების დროითი პერიოდის შესახებ რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგრამ დაზუსტებით არაა ცნობილი როდის მოხდა ეს. რეალურად კი უკრაინული და დასავლური უშიშროება აუცილებლად გამოავლენს ამ ფაქტში მონაწილეებს და აუცილებლად დასჯიან.
- დასავლური დახმარების ახალი პაკეტები სავარაუდოდ, მაისში ჩავა უკრაინაში. ეს კი ქმნის ვერსიას რომ მაისის ბოლომდე უკრაინული კონტრშეტევა არ იქნება. ან პირიქით, სწორედ ამ მოლოდინის საპირისპიროდ შესაძლოა სწორედ მაისამდე (ან ადრეულ მაისს) ვიხილოთ კონტრშეტევის წამოწყება. რაც უფრო მოახლოვდება დრო მით უფრო ბევრი ვერსია გაჩნდება. ეს ქმნის დაბნეულობას მოწინააღმდეგის რიგებში და ფიტავს მის მობილიზებას.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати