USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  1398
2023 წლის 11 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- [რუკა] ქალაქი ბახმუტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში შეტაკებები არ წყდება. ორივე გზა - ბახმუტი-ივანივსკე-კოსტიანტინივკა და ბახმუტი-ხრომოვე-ჩასივ იარი ინტენსიურ რუსულ ცეცხლშია, რის გამოც მათი გავლით შეწყვეტილია მომარაგება. ნაცვლად ამისა, ეს ყველაფერი ტალახიან საველე გზის გავლით ხორციელდება. ქალაქის შენარჩუნება ჯერჯერობით ხერხდება, მაგრამ საბრძოლო მოქმედების სივრცე საკმაოდ დავიწროებულია, შესაბამისად ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გაშლა ჭირს. მიუხედავად ამისა, ქალაქში ძალიან ბევრი თავდაცვის ზღუდეა მოწყობილი რის გამოცაა, რომ რუსები გადაადგილებისას ცოცხალი ძალის გარდა დიდი რაოდენობით ტექნიკას კარგავენ. ომის დაწყებიდან დღემდე ბრძოლაში ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა რუსეთმა სწორედ ბახმუტისათვის ბრძოლაში დაკარგა. მე-9 თვეა ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქისათვის. სავარაუდოა, რომ ქალაქისათვის ბრძოლა მანამ გაგრძელდება, სანამ ქალაქის მომარაგება რაიმე გზით კიდევ იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში უკრაინელთა მხრიდან ბახმუტი რუსული ცოცხალი ძალის მაქსიმალური დანაკარგების ზონადაა გათვლილი. თუკი ბახმუტი დაეცა რუსებმა შემდგომი შეტევა ჩასივ იარსა და კოსტიანტინივკაზე თავისუფლად ვეღარ უნდა შეძლონ.
ბახმუტი სწორედ რუსული არმიის გამოფიტვას ემსახურება. რეალურად კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კლანს "ვაგნერის" ლიდერის, პრიგოჟინის ხელშეწყობა რამდენად მოუნდება და მისი მხარდაჭერა ბახმუტის აღების მცდელობისას და შემდგომი ოპერაციებისას - უცნობია.
- რუსეთში გაწვევის სისტემა იცვლება. თუკი სამხედრო გაწვევის ცნობა მოგივა (ფიზიკურად და ელექტრონულად), რომც არ ჩაიბარო მაინც ჩაბარებულად ჩაითვლება 7 დღის ვადაში. ამ ამბის გამო რუსები წუხან და ქვეყნიდან ხელახალი გაქცევისათვის იწყებენ მზადებას. არავის უნდა ბახმუტის მისადგომებთან სიკვდილი.
- რუსეთში ყველა საბაჟო გაჩერებულია. პროგრამული ხარვეზია და ტვირთბრუნვა შეჩერდა. კოლაფსია ამ მხრივ. ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით ხარვეზზე საუბრობს, თუმცა ინტერნეტპროპაგანდისტები დასავლეთის მიერ ჰაკერულ თავდასხმაზე იწყებს საუბარს.
- დიდ ბრიტანეთში წვრთნების აბსოლუტური უმრავლესობა დასრულებულია (ახალი ბრიგადები კიდევ გაივლიან წვრთნებს სამომავლოდ. პრაქტიკულად ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ ახალი წვრთნა იწყება). უკრაინელი სამხედროები მალე სამშობლოში იქნებიან და კონტრშეტევაში გადამწყვეტ მონაწილეობას მიიღებენ.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის