USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  475
2023 წლის 7 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებს სამი ძირითადი წერტილი აქვს - ბახმუტი და მისი შემოგარენი, ავდიივკა და მარიინკა. სამივე მათგანი დონეცკის ოლქშია. ბახმუტის ცენტრალური რაიონი რუსების ხელშია მოქცეული. ახლა შეტაკებები ქალაქის დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ქალაქის ეს მხარე შედარებით უკეთაა გამაგრებული და მომარაგებაც უფრო ადვილად ხდება პერიფერიებიდან. ქალაქის ის ნაწილი, რომლებიც რუსებმა დაიკავეს თითქმის სრულიადაა განადგურებული.
ქალაქი დონეცკის ჩრდილოეთით, ავდიივკასკენ რუსული სამხედრო გადაადგილება ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას ხვდება. რუსებს ქალაქის მიმართულებით წინსვლა არ აქვთ.
ქალაქი დონეცკის სამხრეთით კი მარიინკას ცენტრში პოზიციური ბრძოლები გრძელდება. დღეს ქალაქის სიახლოვეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს.
- დონეცკის ოლქში, ბახმუტის სიახლოვეს "ვაგნერის" ერთ-ერთი სამართავი შტაბი გაანადგურეს წუხელ უკრაინელმა არტილერისტებმა. HIMARS-ის გამოყენებით შენობა მთლიანად განადგურდა.
- ლუგანსკი ოლქში, კრემინას ტყეში შეტაკებები მიმდინარეობს. რუსები იძულებულები არიან გაწვრთნილი ნაწილები კრემინას მისადგომებთან დატოვონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი თებერვლის კონტრშეტევა წარუმატებელი იყო და შემტევი უკრაინული ნაწილების განადგურება ვერ შეძლეს. უკრაინელები კი ტყეში მოქმედებას განაგრძობენ. თუმცა მოიერიშეთა ტემპი ძალიან მაღალი არ არის. თუკი კრემინა გათავისუფლდება სიტუაცია ლუგანსკის ოლქში სრულიად შეიცვლება.
- ბოლო დღეებია რუსულ არმიაში - განსაკუთრებით მობილიზებულებში - იმატა დეზერტირობამ და ტყვედ ჩაბარებამ/ჩავარდნამ. როგორც ჩანს მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე სტრესი ძალიან მაღალი აქვთ.
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის