USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  407
2023 წლის 6 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინელთა მხრიდან რუსულ რადარებზე სამხედრო ნადირობა მიმდინარეობს. მაქსიმალურად ცდილობენ სხვადასხვა სახის, მათ შორის კონტრბატარეული რადარების განადგურებას. ამ უკანასკნელის დანიშნულება საარტილერიო პოზიციის დადგენაა, რაც საპასუხო ცეცხლის გახსნისათვის აუცილებელი პირობაა. რეალურად სწრაფად იცვლება სიტუაცია ამ მხრივ. უკრაინული არტილერია ძალიან გააქტიურებულია.
- ყირიმის ცენტრალურ ქალაქ სიმფეროპოლში ხანძარია. დრონების დარტყმას მოჰყვა ცეცხლი თუ დივერსიას არაა ცნობილი, მაგრამ ადმინისტრაციული საკითხები ამ ქალაქიდან იმართება.
- დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულების საბრძოლო მოქმედებები ცენტრის სიახლოვეს, რკინიგზის ხაზთან მიმდინარეობს. დღეის მოცემულობით რუსები უფრო მეტად ქალაქის აღებული ნაწილის გაწმენდას ცდილობენ ვიდრე სწრაფ წინსვლას, მაგრამ არც ეს დავალებაა ადვილი შესასრულებელი - უკრაინული დრონები ახალდაკავებულ პოზიციებზე რუსულ შეჯგუფებებს ეძებენ და შემდგომ არტილერია ბომბავს მათ.
- უკრაინული არტილერია აქტიურია ქალაქი დონეცკის სიახლოვეს რუსული სამხედრო სამართავი პუნქტების წინააღმდეგ. ახლა მაქსიმალურად მნიშვნელოვანია რუსული ოფიცრობის კიდევ უფრო შემცირება და მათი რიგების დასუსტება. ისედაც მძიმე მდგომარეობა შეიქმნა რუსულ არმიაში ამ მიმართულებით ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ ახლა უკრაინელები კიდევ უფრო ცდილობენ გააქტიურებას.
Тбилиси
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონი, მე-4 კვარტლის N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე განახლდა
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მრ, მე-4 კვ, N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის მიხედვით, 300 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა. დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონის კომპლექტი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა და ელექტრო გაყვანილობის ქსელი. დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.
განხორციელებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати