USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  431
2023 წლის 5 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- დიდი მსხვერპლის ფასად ბახმუტის ცენტრალური რაიონის დიდი ნაწილი რუსებმა დაიკავეს. შეტაკებები ჯერ კიდევ გრძელდება ცენტრში და ქუჩის ბრძოლები უწყვეტ ხასიათს ატარებს. ამასთან, რუსები ერიდებიან შენობებში სწრაფ შესვლას დანაღმვის შიშის გამო და ჯერ ხანგრძლივი დროით ამუშავებენ ხოლმე ჭურვებითა და სხვადასხვა იარაღის გამოყენებით. სავარაუდოა, რომ ბახმუტისათვის ბრძოლას უკრაინელები დიდ კონტრშეტევამდე მაქსიმალურად გაწელავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ვაგნერის" რიგებში ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო პრიგოჟინი ყველა რესურსის გამოყენებას ცდილობს და პატიმრების გარდა ნარკოდამოკიდებულებსა და ალკოჰოლიკებსაც აგროვებს.
ამავე ფონზე, ბახმუტის სიახლოვეს Ka-52 რუსული მოიერიშე შვეულმფრენი ჩამოაგდეს უკრაინელებმა. პილოტი დაიღუპა.
- ზაპორიჟიას ოლქში მელიტოპოლისა და ტოკმაკის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა უკრაინული არტილერია. იმდენად აქტიურად ელოდებიან რუსები ამ ოლქში უკრაინელთა აქტიურობას, რომ დიდი რაოდენობით არიან თავმოყრილები. ამ ფონზე უკრაინელთათვისაც ბევრია პოტენციური სამიზნე.
- რუსები ცდილობენ სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდეთ სამხედრო ინიციატივა. ამჯერად მიზანში დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილია, ოღონდ ზაპორიჟიას ოლქის მომიჯნავედ ველიკა ნოვოსიკლა. ამ დასახლებულ პუნქტს 2022 წლის განმავლობაშიც არაერთხელ შეუტიეს, მაგრამ წარუმატებლად. ამჯერადაც რუსულ იერიშს წარმატება არ მოჰყოლია.
- "როიტერის" ცნობით უკრაინელები კონტრშეტევისათვის მინიმუმ 40 ათას სამხედროს ამზადებენ. ეს დამატებით ცოცხალი ძალაა იმის გარდა, რომელიც უკრაინას უკვე ჰყავს ფრონტის ხაზებზე მობილიზებული. აშკარაა შეტევა ძალიან მასშტაბური იქნება და სავარაუდოდ არაერთი მიმართულებით განვიარდება.
- მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს შენობის ერთ-ერთ სართულზე ხანძარია. მიზეზი უცნობია, მაგრამ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ზოგად დემორალიზებას ზრდის, რადგან ომის სიახლოვის შეგრძნებას იწვევს.
- ლუგანსკის რაიონში, მცირედით მივიწყებულ კრემინას მიმართულებით გარკვეული ძვრები მიმდინარეობს. ტყეში უკრაინელებმა ალაფად რუსული ტანკი T72 და რამდენიმე ტყვე იგდეს. ზოგადად, კრემინას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.
- პრეზიდენტი ზელენსკი პოლონეთშია. მან პოლონეთისაგან დამატებითი შეიარაღების დაპირება მიიღო. იგი ხალხის წინაშეც გამოვიდა სიტყვით. ზოგადად, განწყობა საკმაოდ პოზიტიურია პოლონეთში.
Тбилиси
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონი, მე-4 კვარტლის N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე განახლდა
ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მრ, მე-4 კვ, N57 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის მიხედვით, 300 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა. დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონის კომპლექტი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა და ელექტრო გაყვანილობის ქსელი. დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.
განხორციელებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი დაიხარჯა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати