USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  1121
2023 წლის 2 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- განმეორებით დაიბომბა ოკუპირებული მელიტოპოლი, ზაპორიჟიას ოლქში. პირველ დაბომბვას რამდენიმე ხანში მეორე მიჰყვა. ზოგადად, ცეცხლის კორექტირება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ ომში მომრავლდა ფაქტები, როდესაც ერთი სამხედრო ობიექტის განადგურების შემდეგ მისული დამატებითი სამხედრო ეკიპაჟი მეორე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ჰყვება ხოლმე.
- ხმელნიცკიში, დასავლეთ უკრაინაში ასეთი უცნაური ამბავი მოხდა: რუსული ეკლესიისადმი მორჩილმა მღვდლებმა ერთ-ერთ სამხედროზე თავდასხმა განახორციელეს. ამ ამბით აღშფოთებული უკრაინელები შევიდნენ კოლაბორაციონისტების ეკლესიის ტერიტორიაზე და ეკლესია დაუბრუნეს უკრაინელებს. ამ ომის შემდეგ უკრაინა არამხოლოდ სამოქალაქო სივრცეში გაიწმინდება ჩანერგილი აგენტებისაგან (ე.წ. "მძინარე ქსელი"), არამედ ეკლესიას ამოფარებული კოლაბორაციონისტებისაგან. უკრაინის ავტოკეფალიამ უკრაინის გადარჩენის საკითხში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს და ყველაზე კარგად უნდა ვხვდებოდეთ.
- პეტერბურგში კაფეში შეხვედრისას ააფეთქეს რუსი სამხედრო ბლოგერი და პროპაგანდისტი ვლადენ ტატარსკი. იგი ადგილზევე დაიღუპა. არაა ცნობილი აფეთქების მეთოდი და მიზეზი, მაგრამ ბევრი ვერსია გავრცელდა - რუსი პარტიზანებიდან დაწყებული შიდა გარჩევებით დამთავრებული. ამ უკანასკნელის მხარდასაჭერად ის ინფორმაცია ვრცელდება, რომ კაფე შესაძლოა "ვაგნერის" უფროსს ევგენი პრიგოჟინს ან მასთან დაახლოებულ პირს ეკუთვნოდესო. რთული სათქმელია რა არის სიმართლე, მაგრამ ეს ფაქტი სხვა რამეზეც მიუთითებს - სხვა პროპაგანდისტები ძალიან შეშინებულები იქნებიან.
- ფრონტის ხაზზე ტყვედ აყვანილი რუსების რაოდენობამ იმატა. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამაა მთავარი - დატყვევებულთა შორის ძალიან მზარდია მოსკოველების წილი. თუკი ომის პირველ თვეებში, ძირითადად, რუსეთის პროვინციებიდან მიჰყავდათ სამხედროები საომრად ახლა ეს ყველაფერი დიდ რუსულ ქალაქებსაც შეეხოთ.
- დაიბომბა რუსეთის კურსკის ოლქის სასაზღვრო ტერიტორია. ზოგადად, კურსკი-სუმის ოლქის საზღვარზე საარტილერიო დუელები თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს.
- სიტუაცია ბახმუტში კვლავ კრიტიკულია. რუსები მაქსიმალურ დაწოლას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ერთდროულად ახორციელებენ. განსაკუთრებით მძიმეა ქალაქის ცენტრის სიახლოვეს და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. შემოგარენში კი უკრაინელები ახერხებენ რუსულ სანგრებზე წარმატებულ თავდასხმებს.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის