2023 წლის 31 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- საბრძოლო მოქმედებებმა ბახმუტის ცენტრამდე მიაღწია. რუსები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილებას დიდი დაჯგუფებებით აღარ ახორციელებენ და მცირე დანაყოფებით ცდილობენ ცენტრალურ ნაწილში რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას. მიუხედავად ამისა, უკრაინელები ახერხებენ ქალაქის ცენტრალური ნაწილის უმეტესობის შენარჩუნებას. ამასთან, ქალაქში თოვლი მოვიდა, რაც სიტუაციას ართულებს - ისედაც გართულებული მომარაგება კიდევ უფრო შეიზღუდა. მიუხედავად ყველაფრისა ქალაქში საველე ჰოსპიტლებიც მუშაობს სამოქალაქოთა მცირე ნაწილიც კი იმყოფება დასახლებაში. შესაბამისად, ქალაქი დგას. ასევე საინტერესოა ისიც, რომ შენობას, რომელსაც უკრაინელები ტოვებენ და რუსები იკავებენ ხშირად დანაღმულია და ფეთქდება ხოლმე. დრონების მეშვეობით კი რუსების გადაადგილება დეტალურადაა ცნობილი, რაც მათ მიერ დაკავებულ შენობაზე საარტილერიო დარტყმის შესაძლებლობას ქმნის. ეს ყველაფერი კი რუსულ წინსვლას დიდად აფერხებს.
- დღეს კვლავ დაიბომბა ყირიმი. აფეთქებების ხმა ისმოდა როზდოლნეს სიახლოვეს, ყირიმის დასავლეთ ნაწილში. რა იყო სამიზნე და რა შედეგი მოჰყვა იერიშს არაა ცნობილი.
- ბოლო დღეებია და განსაკუთრებით კი ბოლო 24 საათია უკრაინელები რუსულ სარადარო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე ნადირობენ. პრაქტიკულად, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტექნიკის გამოფიტვა ხდება რუსულ ძალებში. ცხადია, ეფექტური კონტრშეტევისათვის აუცილებელია რადარების განადგურება, მით უფრო რომ უკრაინელთა სამიზნეები არამხოლოდ საჰაერო რადარები არამედ საარტილერიო სარადარო სისტემებიცაა (counter-battery radar), რომელთა მიზანიც მოწინააღმდეგის მხრიდან სროლის წერტილის დადგენაა. პრაქტიკულად, უკრაინელები გეგმავენ ჰაერში და ხმელეთზე რუსული ტექნიკა "დააბრმავონ".
- ლუკაშენკა ჩივის დასავლეთი ბელარუსში შეჭრისათვის ემზადებაო. ამას ემატება მისი მოწოდებაც, რომ ცეცხლი შეწყდეს უკრაინაში. მინსკი ხდება, რომ იგი იმ ნავში ზის, რომელიც კრემლთან ერთად ჩაძირვისკენაა მიმართული. ახლა იგი ყველაფერს გააკეთებს თავის გადასარჩენად - მუქარასაც და მშვიდობისაკენ მოწოდებასაც - თუმცა საბოლოოდ მისი მხრიდან ბელარუსის სრული დესუვერენიზაცია როგორ დასრულება ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
- უკრაინის დიდ ნაწილში მოთოვა. მალე კვლავ გამოვა ამინდები თუმცა მიწა ისევ ტალახიანი დარჩება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ მასშტაბური შეტევა ჯერ კიდევ არ იქნება - თუნდაც ამინდების გათვალისწინებით.