USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  1303

2023 წლის 30 მარტის შეჯამება უკრაინაში:

- ბახმუტში, ქალაქის სიღრმეში ღამით ღრმად შესული რუსული დანაყოფები უკრაინულ ჩასაფრებებში მოყვნენ, რის შედეგადაც მათი ნაწილი განადგურდა ნაწილი კი ტყვედ ჩავარდა. როგორც ჩანს უკრაინელებს ბევრი ლოკალური სცენარი აქვთ დამუშავებული რის ფონზეც რუსული ნაწილების გადაადგილება ძალიან ჭირს.

- დონეცკის ოლქში, ავდიივკას სიახლოვეს, სამხრეთ-დასავლეთიდან რუსულმა სამხედრო ძალებმა ქალაქის მიმართულებით გაჭრა სცადეს მაგრამ მნიშვნელოვანი დანაკარგები მიიღეს ტექნიკასა და ცოცხალი ძალის მიმართულებით რის შემდეგ სასწრაფოდ დაიხიეს უკან. ზოგადად, ავდიივკასათვის ბრძოლა ძალიან კომპექსურია და რუსები ძალიან დიდ ძალებს ახარჯავენ მას და თანაც ომის პირველივე დღიდან.

- როგორც მოსალოდნელი იყო 1 აპრილიდან რუსეთში მობილიზაციის დამატებითი ტალღა იწყება. ამჯერად 400 ათასი სამხედროს თავმოყრა და გაწვრთნა იგეგმება. მობილიზაციის კვოტის შესრულება იმდენად რთული ამოცანა არ იქნება, რამდენადაც მათი გადამზადება და აღჭურვა. წინა მობილიზაციამ რომ ფრონტის მიმართულებით არაფერი შეცვალა ეს უკვე ვიხილეთ.

- რუსეთში wall street journal-ის რეპორტიორი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. რუსები ეცდებიან რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკავონ ასეთი ბრალდებით და შემდგომ ან პროპაგანდისათვის გამოიყენონ ისინი ან/და დასავლეთში დაკავებულ ნამდვილ რუს ჯაშუშებზე გაცვალონ. ასეთი ქმედებები კარგად წარმოაჩენს თუ როგორ მოქმედებს რუსეთი და რომ მსგავსი ქმედება რუსეთისათვის პირველი არ არის.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати