USD 2.6205
EUR 3.0314
RUB 3.0184
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  588
2023 წლის 27 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- პარტიზანული აქტივობა სამხრეთ უკრაინაში როგორც ჩანს კვლავ მძლავრადაა გაშლილი და გაზაფხულის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო იკრებს ძალას. ბოლო 24 საათში პარტიზანებმა მარიუპოლში კოლაბორაციონისტისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მანქანა ააფეთქეს. დანაღმული მანქანა აფეთქდა მელიტოპოლშიც, რომელიც სამხედრო საწყობის სიახლოვეს იმყოფებოდა. ზოგადად ასეთ აქტივობებს არ აქვთ მხოლოდ სამხედრო დანიშნულება არამედ ფსიქოლოგიური ეფექტის თვალსაზრისით უფრო მეტად შედეგიანია ხოლმე. როდესაც კოლაბორაციონისტს ან საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს მშვიდად არ სძინავს და სიკვდილის ეშინია ეს ძალიან დიდი დემორალიზაციის წყარო ხდება ხოლმე, ხოლო ახალ კოლაბორაციონისტებს ორჯერ დააფიქრებს სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ.
- დონეცკის ოლქში, ვოლნოვახას სიახლოვეს რუსული სამხედრო საწყობი იქნა დაბომბილი და განადგურებული. წმინდად ლოჯისტიკურად რომ შევხედოთ - რაც უფრო დიდი რაოდენობით სამხედრო ძალები გყავს მობილიზებული მით უფრო მეტი ამუნიცია სჭირდებათ მათ. თუკი მოწინააღმდეგე ძლიერია, ამუნიციის განთავსება ფრონტიდან იმდენად შორს უნდა მოხდეს, რომ არტილერია ვერ სწვდებოდეს მას. თუმცა ასეთ შემთხვევაში მისი ფრონტამდე ტრანსპორტირება და განაწილება ცალკე სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგრამ რუსებს სხვა პრობლემაც უდგათ, დრონების, HIMARS-ისა და ექსკალიბურის ჭურვების გამოყენებამ რუსული მომარაგება ლამის საზღვართან მიაჯაჭვა და იქაც კი ვერ ხდება მათი დაცვის უზრუნველყოფა. ერთ-ერთ მიზეზი ესეცაა თუ რატომ აღარაა ძველებურად დიდი არტილერიის გამოყენების - რესურსები არამხოლოდ იხარჯება არამედ საწყობების დაბომბვების შემდეგ მცირდება ან ლოჯისტიკის გაუმართაობით მუდმივ დეფიციტშია ხოლმე.
- რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში უკრაინელთა მიერ კონტროლირებადი ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს. ქალაქის მოსახლეობა 110 ათასამდეა. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობაა. ქალაქი საბრძოლო მოქმედების ზონიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს და რუსული შეტევის ერთ-ერთი დეკლარირებული სამიზნეა.
რუსები დარტყმას ცდილობენ როგორც კიევის ისე დნიპროს მიმართულებითაც, თუმცა ორივე ქალაქს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები კარგად იცავენ.
- ბახმუტში სიტუაცია მძიმეა თუმცა კონტროლირებადი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებაზე. ქალაქის ცენტრში უკრაინელები არიან. შეტაკებები ცენტრიდან ჩრდილოეთში დაახლოებით 2 კილომეტრში მიმდინარეობს, სამხრეთში კი დაახლოებით 1.5 კილომეტრში.
- ჩინეთი ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების წინააღმდეგია. ჩინელები ასეთი პრეცედენტების შექმნის წინააღმდეგნი არიან, რადგან სხვა ყველას შეუძლია ამ პრინციპის გამოყენება იგივე ჩინეთის წინააღმდეგაც და მის სიახლოვეს ბირთვული იარაღის დამატებითი არსენალის განთავსება. ამასთან, ჩინეთი ცდილობს რუსეთზე პერმანენტული ზეწოლის წარმოებას და ჩვენებას, რომ მოსკოვის ყველა ნაბიჯს პეკინში ტაშით არ შეხვდებიან.
- ბელარუსში, მინსკის სიახლოვეს ავტოსაწარმო იწვის. ზოგადად, ასეთი მოვლენები ძალიან მომრავლდა რაც თავის მხრივ ბევრ ეჭვს ბადებს, მით უფრო რომ თავად ბელარუსის ხელისუფლება საუბრობდა შიდა საბოტაჟურ ქსელზე.
 
 
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის