USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  433
2023 წლის 23 მარტის შეჯამება უკრაინაში:
 
- ბოლო დღეებია ზაპორიჟიას ოლქში რუსული პოზიციები ინტენსიურად იბომბება უკრაინული არტილერიის მიერ. სამიზნე ობიექტები არამხოლოდ ფრონტისპირა სამხედრო ფორტიფიკაციები ან საცეცხლე წერტილებია, არამედ ღრმად არსებული საოკუპაციო არმიის მომარაგება, საწყობები, სამეთაურო პუნქტები და სხვა. ფაქტია, რომ საარტილერიო დარტყმების ფოკუსი ამ მიმართულებითაა გადმოტანილი.
- საარტილერიო დარტყმების მიღმა, ზაპორიჟიას ოლქში ორიხივის სიახლოვეს უკრაინულმა დანაყოფებმა სამხრეთით იწყეს გადაადგილება და რამდენიმე მიმართულებით ლოკალური შეტევაც აწარმოეს. ეს უფრო ჰგავს დაზვერვით იერიშებს, რომლის მიზანიც დასუსტებული რუსული პოზიციების გამოვლენაა. ამ ფონზე, უკრაინელებმა ნოვოდანილივკას სიახლოვეს რამდენიმე კვადრატული კილომეტრის გათავისუფლებაც შეძლეს.
- რუსები ზაპორიჟიას და დონეცკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების დაცვისათვის ემზადებიან. გათხრილი და მომზადებულია არაერთი დაცვითი ხაზი, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, სანგრები და საფორტიფიკაციო ნაგებობები. რუსები ფსიქოლოგიურ წნეხში იმყოფებიან, რადგან სამხედრო ინიციატივა ვუჰლედარის კატასტროფის შემდეგ ყველა მიმართულებით დაკარგული აქვთ (გარდა ბახმუტისა), განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია კი სამხრეთში აქვთ, სადაც როგორც დონეცკის ისე ხერსონისა და ზაპორიჟიას ოლქებში ყველა ტერიტორია პოტენციური უკრაინული სამიზნე შეიძლება გახდეს. ამ ფონზე რუსული იერიშები შეყოვნებულია. ხოლო ვუჰლედარისა და ავდიივკას მიმართულებით მობილიზებული ძვირფასი ტექნიკა გაუნადგურდათ, რაც მათ ზოგად მდგომარეობას ამძიმებს. ამ ფონზე ზაპორიჟიასა და დონეცკში უკრაინელებმა მოწოდებების გავრცელება დაიწყეს რუსების მისამართით და დანებებისაკენ მიუთითებენ მოწინააღმდეგეს. ასეთი რამ ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ ქალაქი ხერსონის გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე.
- წინა დღეების განმავლობაში აფეთქებები იყო ყირიმში. როგორც ჩანს საჰაერო დრონები აქტიურობდნენ არმიანსკის ყელის მიმართულებით - სახმელეთო შესასვლელი ყირიმში - ხოლო საზღვაო დრონმა სევასტოპოლის პორტის ნაწილი ააფეთქა. ყირიმის დაბომბვა სამხედროს გარდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილია. ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთ პოსტზე უკრაინული დროშები გამოჩნდა, ხოლო ცალეულ რადიო მიმღებებმა უკრაინის ჰიმნი ააჟღერა.
- სამხრეთში გააქტიურებულები არიან პარტიზანებიც. განსაკუთრებულად გახშირდა იმ უკრაინელ პოლიციელებზე ნადირობა, რომლებიც რუსების მხარეს არიან გადასულები. მელიტოპოლში რუსებს სიტუაციის კონტროლი უჭირთ.
- ღამის საათებში ათეულობით უკრაინული დრონი სითბური კამერების გამოყენებით ეძიებს რუსულ ცოცხალ ძალას ფრონტის გასწვრივ და ყუმბარების ჩაყრით ათეულობით სამხედროს ანეიტრალებს. ბოლო ერთი კვირაა ასეთი რეიდები ყოველ ღამით ეწყობა. მსხვერპლის გარდა ფსიქოლოგიური წნეხი იმდენადაა გაზრდილი, რომ ღია სივრცეში გამოსვლის შიში გაჩნდა რუსების რიგებში.
- ბოლო 72 საათია უკრაინელები რუსულ საწყობებს ბომბავენ ქალაქი დონეცკის შემოგარენში. რამდენიმე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო შენობისაგან აღარაფერი დატოვა. უკრაინელები ცდილობენ ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, ავდიივკას ირგვლივ, ფლანგებიდან შემტევ რუსულ სამხედრო ნაწილებს მომარაგება შეუმცირონ.
- რუსეთში იაროსლავის ძრავის ქარხანა (ЯМЗ) იწვის, რომელიც რუსულ ჯავშანტექნიკას უკეთებს ძრავებს. შემთხვევითობა იშვიათია ასეთ დროს.
- ბახმუტში სიტუაცია პრაქტიკულად უცვლელია. რუსები ქალაქის დასავლეთ ნაწილზე შეტევას კვლავ სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აწარმოებენ. ზოგიერთი მიკრორაიონი ხელიდან ხელში გადადის. უკრაინელებმა ქალაქის სამხრეთით რამდენიმე პატარა ქუჩის გათავისუფლებაც კი შეძლეს. მიწა თანდათან შრება და ქალაქის მიმართულებით ასფალტიანი გზების მიღმა საველე მომარაგებაც ხდება შესაძლებელი.
- აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს (NSC) სპიკერმა, ადმირალმა ჯონ კირბიმ განმარტა, რომ შავ ზღვაში ერთი კვირის წინ ჩამოგდებული დრონი აშშ-ს ოპერაციებს ვერ შეაფერხებს ხოლო რუს პილოტს "იდიოტი" უწოდა და რუსებს დასცინა ასეთი ადამიანის დაჯილდოებისათვის.
ზოგადი მიმოხილვა: სავარაუდოა, რომ კიდევ მოკლე ხანი უკრაინელები მასირებულ კონტრშეტევაზე არ გადავლენ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის მობილიზება ხდება ბახმუტის სიახლოვეს, ჩასივ იართან, ეს სავარაუდოდ ან ლოკალური კონტრშეტევის დაგეგმვისათვის კეთდება ან რუსებზე ზეწოლის მოსახდენად. ამასთან ჯერ უკრაინელებმა მიღებული MiG29-ები უნდა აითვისონ, რომ საჰაერო უსაფრთხოება გაზარდონ. ამ ყველაფერს კი ჯერ კიდევ დრო სჭირდება. მიწაც სრულიად საჭიროებას გამოშრობას. ამას ემატება ისიც, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა კიდევ რამდენიმე დღიდან კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, ამ ეტაპზე ფრონტზე მასობრივი სამხედრო ოპერაცია იქნას წარმოებული. უკრაინელებიც გადაღლილები არიან და დასვენება სჭირდებათ. რუსების შეტევების ჩავარდნისა და გამოფიტვის ფონზე ეს ოპერატიული პაუზა კი ამის კარგი შესაძლებლობა იქნება.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის