USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  656
2023 წლის 16 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- რუსული სამხედრო საწყობი სავარაუდოდ დრონის დაბომბვის შემდეგ განადგურდა დონეცკის რაიონში, მალოიანისოლის მახლობლად, მარიუპოლსა და ვოლნოვახას შორის. ის რუსული მომარაგების ერთ-ერთი ცენტრი იყო ვუჰლედარის მიმართულებაზე.
- ზაპორიჟიას რაიონში, აზოვის ზღვის სანაპიროზე ბერდიანსკში სასტუმრო "სვიტლანა" დაიწვა სრულად. როგორც ჩანს სასტუმროში რუსი ოფიცრობა იკრიბებოდა ხოლმე და ხანძარიც მათი იქ ყოფნის პერიოდში გაჩნდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაძლებელია, რომ ხანძარი პარტიზანების მიერ იყოს გაჩენილი.
- რუსეთში, როსტოვში დონზე ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) შენობა დაიწვა. ხანძარს აფეთქება უძღოდა წინ. რუსების ცნობით დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე, მაგრამ რეალური მონაცემები შეიძლება სხვა იყოს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ უკრაინული უშიშროება რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდეს, როგორც რუსული მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე - გამორიცხული ნამდვილად არ არის, მით უფრო რომ რუსეთში დაკავებები არაერთი ერთი განხორციელდა ამ მიმართულებით.
- რუსეთში, ბელგოროდის ოლქში უკრაინული საარტილერიო დაბომბვა გრძელდება. წუხელ დაიბომბა უშუალოდ ქალაქ ბელგოროდთან მდებარე საწარმოები და საწყობები, თუმცა რამდენიმე უკრაინული რაკეტის ჩამოგდების მცდელობისას რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან გაშვებული რაკეტები უშუალოდ ქალაქში ცენტრის სიახლოვეს ჩაცვივდა.
- ბოლო დღეებია უკრაინელები ძალიან მეთოდურად ნადირობენ რუსულ საარტილერიო სისტემებზე. რუსულ რიგებში დანაკარგი საკმაოდ დიდია. უკრაინელები რუსული არტილერიის განეიტრალებასთან ერთად არამხოლოდ საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებენ უკეთ, არამედ კონტრშეტევისას უფრო უსაფრთხოდ მოახერხებენ გადაადგილებას. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ამ ომში მსხვერპლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არტილერიის წარმატებით მუშაობაზე მოდის.
- ბახმუტთან რუსები ძალიან დიდ დაწოლას ახორციელებენ სამხრეთის მიმართულებიდან უშალოდ ქალაქზე, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩასივ იარისაკენ მიმავალი გზის გადაჭრას ცდილობენ. სიტუაცია საკმაოდ რთულია ქალაქიდან ჩრდილოეთითაც, სლავიანსკისაკენ მიმავალ გზაზე. რუსები შეტევის დივერსიფიცირებას ცდილობენ, რათა უკრაინული ნაწილების გაფანტვა მოახდინონ.
- პოლონეთი უკრაინას ურემონტებს Mig-29 მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს და უგზავნის უკრაინას. ცაში რუსული დომინაცია ისედაც ვერ იქნა მიღწეული და "მიგების" გამოჩენასთან ერთად კიდევ უფრო შეიცვლება სურათი.
(მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ ვერ შევძლებ ყოველდღიური მიმოხილვის გაკეთებას.)
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way