USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  222
2023 წლის 13 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია უცვლელია - რუსების მხრიდან დღეის მდგომარეობით წინსვლა არ არის. დასავლეთ სანაპიროზე გამაგრების შემდეგ უკრაინელებმა ფლანგებს მიხედეს და ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებაზე ვითარების დასტაბილურებას ცდილობენ. ბოლო დღეებია უკრაინელებმა რამდენიმე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს რუსული სამხედრო პოზიციების მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები რუსული სანგრების აღების შემდეგ ამ სანგრებში რჩებიან, არა, უმეტეს შემთხვევაში თავიანთ გამაგრებული პოზიციებისაკენ იხევენ უკან. თუმცა ასეთი ოპერაციების დიდი პლუსი ის არის, რომ ლოკალურ დონეზე მოწინააღმდეგის ხელში ინიციატივა იკარგება ხოლმე.
- თუკი რუსები პერიოდულად ბომბავენ უკრაინულ პოზიციებს სუმისა და ხარკივის ოლქში, უკრაინელების მხრიდან რუსულ პოზიციებზე იერიშები უშუალოდ რუსეთში, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებზე ჩვეულ ამბად იქცა. იმ რაოდენობით რუსული ტექნიკა განადგურდა და არტილერიის ჭურვები თუ რაკეტები გაიხარჯა, რომ ნელ-ნელა რუსული უპირატესობა, ათიათასობით ჭურვი ესროლათ სხვადასხვა მიმართულებით, ეტაპობრივად მცირდება და უახლოვდება უკრაინულ მდგომარეობას. ეს კი საბრძოლო მოქმედების ზონაში რუსულ ტექნიკური უპირატესობას ამცირებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლურ იარაღთან ერთად სწორედ უკრაინულმა არტილერიამ მოაგებინა უკრაინას კიევისათვის ბრძოლა. თუკი არტილერიაში ძალების გათანაბრება მოხერხდა, უკრაინის მხრიდან წარმატების შანსი ბევრად მოიმატებს.
- კვლავ მიმდინარეობს მარიუპოლის მიმართულებით უკრაინული აქტივობა. დრონები ძალიან ეფექტურ მართვად იარაღად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მარიუპოლის თავზე უკრაინული დრონები იქნა ჩამოგდებული თუკი ერთი გადაკეთებული კომერციული უკრაინული დრონის ფასი დაახლოებით 1500 დოლარია ერთი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის ფასი რამდენიმე მილიონი ღირს (სხვადასხვა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სხვადასხვა ტიპის რაკეტას ისვრის, რომელიც სხვადასხვა ფასი ღირს, მაგრამ იაფი არცერთი არ არის). ამასთან, დრონის ჩამოგდებისას შესაძლოა მოხდეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის პოზიციის აღმოჩენა. თუკი სისტემა სტაციონარულია, მისი პოზიციის გამოვლენა საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება მოწინააღმდეგის ლოჯისტიკისათვის (მისი გადატანის აუცილებლობა იქმნება).
- დაიბომბა ვოლნოვახაში მდგომი რუსული სამხედრო ნაწილი და ის შენობა, რომელშიც სეპარატისტების სამხედრო ცენტრი იყო განთავსებული. ვოლნოვახა უმთავრესი ქალაქია მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way