USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  481
2023 წლის 12 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში, სვატოვეს მიმართულებით, რომელიც საკვანძოა რუსული არმიის თავდაცვისა და ოპერაციებისათვის, წარმატებული შეტევითი ოპერაცია განახორციელეს და გაანადგურეს რუსული იარაღის საწყობი და მობილიზებულთა ლოჯისტიკის ცენტრი. ზუსტი საარტილერიო დარტყმებით უკრაინელები სატოვეს მიმართულებაზე სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებენ მობილიზებულთა რიგებში, რომლებმაც რამდენჯერმე გაავრცელეს საპროტესტო მიმართვა საკუთარი ხელისუფლებისადმი გასაძლისი პირობების გამო.
- უშუალოდ ქალაქ ბახმუტში სიტუაცია პრაქტიკულად უცვლელია. პოზიციური შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მაგრამ ქალაქიდან ჩრდილოეთით, სლავიანსკისაკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე მინკივკას სიახლოვეს მიაღწიეს. იქვე, ორიხოვო-ვასილივკაში უკრაინული თავდაცვის ზღუდე მდებარეობს. მის წინააღმდეგ რუსები დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას იყენებენ. დიდი დანაკარგის მიუხედავად, მათ ამოცანას სლავიანსკის მიმართულებით რაც შეიძლება სიღრმისაკენ გადაადგილებაა. ამით ბახმუტზე დაწოლა კი შემცირდება, მაგრამ უკრაინელებს უწევთ დამატებითი ძალების სწორედ მაგისტრალური გზის მიმართულებით გადასროლაზე. თუმცა მინკივკასთან არის წყლის დიდი არხი უკან დახევის შემთხვევაში მასთან გამაგრდებიან. ჯერჯერობით რუსები სლავიანსკიდან 25 კილომეტრში არიან და სიტუაცია საშიში არ არის, მაგრამ ამ მიმართულებაზე რუსების მიერ შვიდთვიანი შეცდომების გააზრება ნელ-ნელა ხდება და მრავალმიმართულებიანი შეტევის განვითარების მცდელობას აქვს ადგილი ნაცვლად ერთ წერტილზე სამხედროების შეწირვისა.
უკრაინელებს მთელი ბახმუტის მიმართულებაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ გადასროლილი - დაალოებით 40 ათასი - შესაბამისად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული არაა ცნობილი. შესაძლოა დასავლური ტექნიკა სწორედ აქ ვიხილოთ პირველად.
- რუსები ქალაქი დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ავდიივკასაკენ ცოცხალი ძალის დიდ მობილიზაციას და უკრაინულ პოზიციებზე შეტევას ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ფრონტის ხაზი პრაქტიკულად უცვლელია ამ მიმართულებით და დანაკარგი რუსულ რიგებში კატასტროფული, მაინც რუსები უბრალოდ არ იღებენ ხელს შეტევაზე. ამ პროცესში კი ყველაფერს სწირავენ. სეპარატისტული ნაწილების დიდი რაოდენობა მარიუპოლთან ერთად სწორედ ავდიივკას შეეწირა. ავდიივკა უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი ღერძული წერტილია აღმოსავლეთის ფრონტზე.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
общество
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати