USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  162
2023 წლის 10 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია, შედარებით, დასტაბილურდა. რუსულმა ნაწილებმა ქალაქის აღმოსავლეთის ძარცვა და განადგურება დაიწყეს. საარტილერიო ჭურვების "შიმშილი" რეალობადაა ქცეული - ბახმუტის მიმართულებით რუსული არტილერია კვლავ აქტიურია, მაგრამ რუსული რეგულარული ნაწილებისათვის პრიორიტეტად მხოლოდ "ვაგნერის" დახმარება აღარაა, შესაბამისად, მასშტაბებმა იკლო.
ქალაქზე შეტევა ჩრდილოეთიდან გრძელდება. მდინარე ბახმუტკას გადაკვეთა რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალისათვის ადვილი ამოცანა ვერ იქნება, ასე რომ ცენტრის მიმართულებით ქალაქის აღმოსავლეთიდან შესვლა ნაკლებ სავარაუდოა, რის გამოც დაწოლა სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიმდინარეობს. სამხრეთის მიმართულებას უფრო ეფექტურად აკონტროლებენ უკრაინელები, ჩრდილოეთში კი სამი დღის განმავლობაში ერთი მიკრორაიონის დაკავება შეძლეს რუსებმა.
ბახმუტის მომარაგების ორი გზა - ჩასივ იარისაკენ მიმავალი და კოსტიანტინივკას მაგისტრალი, უკრაინელთა ხელშია კვლავ.
ნათელი ხდება, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაპირისპირება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მისთვის სასურველად არ წარიმართა. ეს კი კრემლის კარზე გადაჯგუფებას შეიძლება გულისხმობდეს. ამასთან, "ვაგნერელთა" რიგებში მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ ცოცხალი ძალის შესავსებად პრიგოჟინი მობილიზებულების აქტიურ ჩართვას და დამატებით 30 ათას სამხედროს ითხოვს.
- უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი დივერსანტები აგრძელებენ რუსეთის სიღრმეში სამხედრო ოპერაციებს. მიმდინარეობს როგორც სამხედრო საწყობების, რკინიგზისა და აეროდრომების დაზიანება, ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ სამხედრო დავალება რუსეთის ტერიტორიაზე, პეხოვოში, კურსკის რაიონში შეასრულეს. ეს კი ბოლო ერთ კვირაში მეორე ასეთი ოპერაციაა. ამ ფონზე რუსებმა არამხოლოდ სასაზღვრო ზონის კონტროლი გააძლიერეს, არამედ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებისმიერი, უნებართვო სახის გადაადგილებასაც კი ზღუდავენ. არადა რომ გეკითხათ ეს ტერიტორიები რუსეთისააო (რა თქმა უნდა, არ არის ეს ასე, მაგრამ რუსული პერსპექტივით განვიხილოთ) და რა გამოდის რუსეთის ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე გადაადგილებაა შეუძლებელი?!
რუსეთის ტერიტორიებზე გახშირებულმა სამხედრო ოპერაციებმა არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების მისია შეასრულა, არამედ ფსიქოლოგიურიც. შიში ძალიან ძლიერდება და უკრაინასთან საზღვრის გამაგრება ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეებით მიმდინარეობს.
- დონეცკის რაიონის სამხრეთით, ვუჰლედარზე შეტევის კატასტროფული ჩავარდნის შემდეგ, რუსულ არმიას ამ მიმართულებით პოზიციურ ბრძოლას აწარმოებს. მაგრამ ამ ფონზე დასავლურ წყაროებში ჩნდება ორი პროგნოზი: 1. რუსები გადაჯგუფებასა და მარიუპოლიდან რეზერვების მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენენ, რათა ვუჰლედარის მიმართულებით (ან დონეცკის რაიონის სამხრეთით სხვა წერტილში) წამოიწყონ/განაახლონ დიდმასშტაბიანი შეტევა; 2. რუსები თავდაცვისათვის ემზადებიან და მაქსიმალურად ცდილობენ უაზრო შეტევებისაგან თავი შეიკავონ, რომლიდანაც ისეთ კატასტროფულ დანაკარგებს იღებენ, როგორც ეს ვუჰლედარისათვის ბრძოლაში მოხდა.
ამ პროგნოზებიდან თუ გამართლდა მეორე უფრო საშიშია ვიდრე პირველი. თუკი რუსები თავდაცვით პოზიციაში ჩადგნენ ეს მარტო იმაზე არ მიუთითებს, რომ შემტევი არსენალისა და ცოცხალი ძალის კრიზისი აქვთ და ასე ადვილად ვეღარ შესწირავენ პროფესიონალ სამხედროებს, არამედ დამატებით მიანიშნებს იმაზეც, რომ უკრაინელების შეტევის მოგერიებაზე დებენ ფონს. შეტევისას კი, უმეტეს შემთხვევაში, უფრო დიდია ხოლმე მსხვერპლი, ვიდრე კარგად მომზადებული თავდაცვისას.
- რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი ქალაქების სარაკეტო დაბომბვებს, თუმცა ყოველი შემდგომი იერიშები კიდევ უფრო ძვირადღირებული რაკეტებით ხორციელდება.
- დასავლური შეიარაღების შედინებასთან ერთად დიდი ბრიტანეთის პოზიცია კიდევ უფრო მყარია უკრაინასთან მიმართებით. გაერთიანებული სამეფოს პრინცესა და მომავალი დედოფალი ქეთრინი უკრაინელ სამხედროებსა და ბრიტანელ ინსტრუქტორებს წვრთნებისას ეწვია და გამარჯვება უსურვა. ამასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ ჯგუფებში ჩამოყალიბდა ძალიან მყარი მოსაზრება, რომ რუსეთი ისე უნდა დამარცხდეს, რომ პრეცედენტი იყოს ყველა აგრესორი სახელმწიფოსათვის. ამიტომაა, რომ თითოეული უკრაინული ბრიგადის მომზადებასა და აღჭურვას ძალიან დიდ დროსა და ფინანსებს უთმობენ.
- მოლდოვაში პრორუსული დემონსტრანტები კიშინიოვის აეროპორტის დაკავებას კვლავ უშედეგოდ ცდილობენ. მოლდოველ ჯანსაღ, პროევროპულ ძალებში, ნაციონალისტებსა და მთავრობაში ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ აეროპორტის დაკარგვა ქვეყნის დაცემას ნიშნავს ამიტომ ქალაქის რუსი დივერსანტებისაგან და პრორუსული ძალებისაგან დაცვა ყველაზე პრიორიტეტული ხდება.
ოკუპირებული დნესტრისპირეთის მთავარ ქალაქ ტირასპოლშიც არაა ბოლომდე მშვიდობა - სეპარატისტები მოლდოველებსა და უკრაინელებს აბრალებენ ტერიტორიის გათავისუფლებისათვის მზადებაში და პოლიტიკური მკვლელობების დაგეგმვაში. სეპარატისტებს სერიოზული კრიზისი აქვთ - უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში უბრალოდ მათი დასრულება მოჰყვება. ამიტომაცაა რომ რუსეთი მოლდოვაში ყველაფრის ფასად ცდილობს გადატრიალების მოწყობას და ძალიან დიდ ფულს აბანდებს პრორუსულ ძალებში. მაგრამ ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა არაერთი ფინანსური ქსელი გამოავლინეს და ამოიღეს რუსული ფული.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати