USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  528
2023 წლის 6 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- უკრაინული არმია აგრძელებს ბახმუტის დაცვას. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი უკრაინელებმა სრულად დატოვეს, მაგრამ რუსები აღმოსავლეთის რაიონებში სწრაფ გაშლას მაინც ფრთხილობენ - დანაღმული ტერიტორიისა და შენობებში დატოვებული ასაფეთქებლების დეტონაციის ეშინიათ. ამ ეტაპზე რუსებს ქალაქის ურბანული ნაწილის 40% უკავიათ.
 
უკრაინის ხელისუფლება ქალაქის დატოვების ბრძანებას არ იძლევა, შესაბამისად, რუსებს საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევთ თუკი ქალაქის დასავლეთ ნაწილისა და ცენტრის დაკავებას შეეცდებიან და თუკი უკრაინელები მათ ბოლომდე დაცვას გადაწყვეტენ. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ჩივის, რომ შესაძლოა უკრაინელებმა ფლანგური შეტევა წამოიწყონ და ქალაქის ირგვლივ გამაგრებული რუსული ნაწილები ალყაში მოაქციონო. ამიტომ იგი რეგულარული სამხედრო ნაწილებისაგან დამატებით შეიარაღებასა და ცოცხალ ძალას ითხოვს და ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე ვერბალურად ღია თავდასხმასაც არ ერიდება.
 
უკრაინელების მხრიდან შეტევის შესაძლებლობა ბახმუტში შესული "ვაგნერისა" და რეგულარების გასანადგურებლად მართლაც არსებობს, მაგრამ აქ საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ კიევში - ბახმუტი სტრატეგიულად იმდენად მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის შემტევი რეზერვები ჩართონ მისთვის ბრძოლაში და ამით სხვა მიმართულებაზე პროგნოზირებად გრანდ კონტრშეტევას მოაკლონ. ამიტომ ახლა ნებისმიერი უკრაინული აქტივობა ბახმუტის მიმართულებით დამოკიდებულია უკრაინელების რეზერვების რაოდენობასა და დასახული ამოცანის სირთულეზე.
 
ზოგადად, ბახმუტის დაცვა უკრაინელებისათვისაც ყოველდღიურად რთულდება. Kyiv Independent წერს, რომ ქალაქში მყოფი სამხედროების მომარაგება ჭირს, რაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
 
- უკრაინის საზღვართან სიახლოვეს, ბელგოროდის რაიონში, მობილიზებულ რუს სამხედროებსა და ოფიცრებს შორის შეტაკება მოხდა. ოფიცრები მობილიზებულებს ფრონტის ხაზზე გაშვებას უპირებდნენ, რაზეც მობილიზებულებმა უარი განაცხადეს. ეს ნამდვილად არაა პირველი შემთხვევა, მაგრამ ასეთი მაგალითები მხოლოდ მატულობს.
 
- როგორც "ვაგნერი" ისე რეგულარული რუსული ნაწილები აქტიურად იყენებენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ფრონტის ხაზზე სასიკვდილო მისიაზე სამხედროების გასაშვებად. ალკოჰოლს არა, მაგრამ ნარკოტიკების გამოყენების შემთხვევა ნაცისტური გერმანიის არმიის - ვერმახტის - რიგებშიც შეინიშნებოდა, განსაკუთრებით დაღლილობის მოსახსნელად და სწრაფი გადაადგილებისათვის. აქ კი სასიკვდილო მისიაზე წასვლისათვის იყენებენ რუსები მათ. ეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკულ მითოსად ქცეულ ამბებს ჰგავს მე-15 საუკუნეში რომ არსებობდა - როდესაც მსხვერპლს ენის ქვეშ ნარკოტიკულ საშუალებას უდებდნენ და მაღალი მთის თავზე სასიკვდილოდ - გულის ამოსაგლეჯად - აჰყავდათ. დღეს კი რუსულ არმიაში ადამიანის ფასი მეთხუთმეტე საუკუნის მსხვერპლზე დაბალია.
 
- დონეცკის რაიონში, ვუჰლედართან რუსული მოიერიშე შვეულმფრენი Ka-52 ალიგატორი ჩამოაგდეს. ერთი ასეთი შვეულმფრენის ფასი 14 მილიონ დოლარამდეა.
 
- ვრცელდება უკრაინელი უიარაღო ტყვის დახვრეტის ვიდეო, რომელიც სიკვდილის წინ ამბობს "დიდება უკრაინას". ტყვეების დახვრეტა ომის დანაშაულია და სპეციალურ ტრიბუნალს ექვემდებარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტყვეების დახვრეტაში ბრალდებულებს სიკვდილი მიესაჯათ. ტყვეების წამება და მოკვლა მტრის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს ხოლმე.
 
- დასავლელი მკვლევარები ფიქრობენ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით არ მიეხმარება და თუკი ეს მაინც განხორციელდა იქნება მინიმალური, სიმბოლური და მაქსიმალურად გასაიდუმლოებული. ჩინეთს თავისი სათამაშო პარტია აქვს და იმ უცხო ნავში ჯდომას არ აპირებს, რომელიც იძირება. პირიქით, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თავად რუსი დისიდენტები ამბობენ ხოლმე, ჩინეთი რუსეთის ყელზე მიდებული ცელიაო. ჩინეთის ინტერესებში დასუსტებული რუსეთი დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. მისთვის გლობალურ ძალად ჩამოყალიბება რუსეთთან ერთად ყოფნას არ გულისხმობს. თუმცა ერთიცაა, დასავლეთისა და რუსეთის გამოფიტვა პეკინის ინტერესებშია.
 
- დასავლურ პრესაში ჩნდება ვერსია, რომ რუსეთი ირანისაგან ბალისტიკური რაკეტების მასშტაბური ყიდვისაგან თავს იკავებს, რადგან უკრაინისათვის ATACMS-ების - 300 კილომეტრზე მსროლელი რაკეტების - გადაცემის ეშინია. რად უნდა რუსეთს ირანული რაკეტები? უფრო იაფია ვიდრე ძვირადღირებული და შემცირებული რაოდენობის რუსული რაკეტები.
 
ომში გამოუფიტავი სახელმწიფო არ არსებობს. რუსეთი თანდათან უახლოვდება ამ ზღვარს. ახლა მას უკიდურესად ძვირი ან უკიდურესად ძველი ტექნიკის ჩართვით უწევს საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზაში წარმართვა. ძვირადღირებული ტექნიკა რუსეთს ნამდვილად აქვს, მაგრამ მათი დაკარგვა და შევსება რთულია როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასეთი ტექნიკის გახარჯვა რუსეთს ბევრად სუსტ ძალად აქცევს და არამხოლოდ უკრაინაში - ყველგან. მოსკოვისათვის მარტო უკრაინა და დასავლეთი კი არ არის მეტოქე, აღმოსავლეთშიც ბევრნი არიან. ძველი და დაკონსერვებული ტექნიკის გახარჯვა კი ახლა მიმდინარეობს. ამიტომაა რომ ირანული შეიარაღება რუსეთისათვის საფუძვლიან ინტერესს აღძრავს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 13 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბუთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, ორთაჭალის, ქართველიშვილის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  კიკეთის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ნეკრისის, დაისის, ლეჩხუმის, მახარობლის, ოშკის, ქედის, ზნაკვის, კახეთის, ნაკადულის, ღების, ანაგის, ვანის, ალავერდის, გრემის, ერთობის, მუხის, რიონის, განთიადის, ვარდისუბნის, ალეკო გობრონიძის, შემოდგომის, ბუგეულის და სნოს  ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სერგი ჭილაიას, მრევლიშვილის, ვახტანგ ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way