USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  377
2023 წლის 5 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- BBC გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ რეზერვსა და მობილიზებულებს იმდენად უჭირთ ამუნიციაში, რომ სამხედრო ნიჩბების გამოყენება დაიწყეს (ძველ თოფებთან ერთად) ხელჩართული ბრძოლისათვის. შესაძლოა დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს მსგავსი რამ, მაგრამ რუსულ არმიაში კორუფციამ და ერთი წლის განმავლობაში უაზროდ გახარჯულმა სამხედრო რესურსმა კონკრეტული პუნქტების მიმართულებით, შეჭამა შეიარაღება და შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა (მათ შორის ტანსაცმელიც - ამაზე ვიდეო იხილეთ კომენტარებში).
- რუსული იარაღის დეფიციტზე საუბრობს უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვიც. ზოგადად ნათელია, რომ არტილერიის ჭურვების საკითხში რუსეთმა ძალიან დიდი რესურსი დაახარჯა რამდენიმე უკრაინულ პოზიციას, მათ შორის მარიინკას, ავდიივკას, (ამ ორს ყოველდღიურად კვლავ ახარჯავს) ბახმუტსა და იზიუმს, მაგრამ ამ პროცესში რეალური პრობლემა შეექმნა - ბუდანოვმა წინა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუკი ომის აქტიურ ფაზაში 60 ათასი ჭურვის გასროლა ხდებოდა ახლა 19 ათასი ხდებაო. ახლა ეს ციფრი კიდევ უფრო შემცირებულია. ამასთან, ბუდანოვი ვარაუდობს, რომ ამუნიციის "შიმშილი" რუსეთს გაზაფხულის ბოლოს დაეწყება. ჩრდილოეთ კორეა, რომელიც არტილერიის ჭურვების აქტიური დამამზადებელია, რუსეთის ერთ-ერთი დასაყრდენია ამ ამბავში.
- უკრაინელებმა რამდენჯერმე დაბომბეს კრემინაში განთავსებული რუსული სამხედრო შტაბი და პოზიციები. ნგრევა დიდია. მსხვერპლისა და განადგურებული ტექნიკის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა იმ ფონზე, რომ კრემინას მიმართულებაზე დიდი რაოდენობით არიან რუსები თავმოყრილები აშკარაა მათ რიგებში მსხვერპლი დიდი იქნება.
- დონეცკის რაიონის სამხრეთ ნაწილში, ვულჰედართან რუსული დიდი დანაკარგი გრძელდება. ახლა უკვე არა ვუჰლედარის სიახლოვეს, არამედ პავლივკასთან დაკარგეს რუსებმა თავიანთი მძიმე ტექნიკა. პავლივკას აღება რუსული რეგულარული ძალების ერთ-ერთი ბოლო წარმატება იყო ნოემბერში, რომლისათვისაც დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გაღება დასჭირდათ. უკვე მაშინ გამოკვეთა რომ შემდეგი შეტევა წარმატებული ვერ იქნებოდა.
- ბახმუტში სიტუაცია უცვლელია - რუსებმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი თითქმის ბოლომდე დაიკავეს. უკრაინელებს სპეციალური დანაყოფები ჰყავთ ქალაქში შეყვანილი. ჯერჯერობით ქალაქში შემავალი და გამავალი ორი გზა კვლავ უკრაინელთა ხელშია. საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურია ორივე მათგანის სიახლოვეს. ჯერჯერობით ქალაქი დგას. ლოგიკურია, რომ უკანდახევის შემთხვევაშიც კი უკრაინელები მაქსიმალურად დიდი მსხვერპლის მიყენებას შეეცდებიან რუსებისათვის, რომ შემდგომი წინსვლა ნებისმიერი მიმართულებით შეიზღუდოს. ქალაქის შემოგარენში უკრაინული ახალი თავდაცვის ზღუდეები უკვე მოწყობილია.
- "ნოვაია გაზეტაში" რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსულ არმიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ახლა მათ ბევრად ცუდი სიტუაცია აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლატინინა აღნიშნავს, რომ საუკეთესო ნაწილები რუსებმა იმ შედეგების მისაღწევად უკვე გასწირეს, რაც ამ მდგომარეობისათვის აქვთ, ხოლო უკრაინელებმა რეზერვების გამოფიტვის გარეშე დაიბრუნეს ხერსონი და უზარმაზარი ცოცხალი რესურსი გამოფიტეს ბახმუტთან. იგი აღნიშნავს, რომ ზამთრის დაპირებული დიდი შეტევა რუსეთს არ გამოუვიდა ახლა კი რუსულ არმიაში იარაღის დეფიციტი იქმნება. მობილიზებულები წუწუნებენ, თუმცა ჯერ არ ჯანყდებიან. ამ ყველაფრის შემაჯამებლად კი ლატინინა აღნიშნავს, რომ დასავლეთი დარწმუნდა, რომ კრემლი აუცილებლად უნდა დამარცხდეს, რადგან მათი დღის წესრიგი არარაციონალურ, შეშლილის მოტივებზეა აგებული.
ლატინინამ აღნიშნა ისიც, რომ პუტინს დამატებითი ძალების მობილიზაცია სურს, მაგრამ აღჭურვილობის პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ასობით ათასი ცოცხალი ძალის წვრთნასა და აღჭურვას ვერ მოახერხებს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
 
ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.