USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
რა კომპენსაციას მიიღებენ კახელი გლეხები მთავრობისგან და რა ფასად შეძლებენ დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას
Date:  490

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

კახელ გლეხებს სტიქიით მიყენებულ ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებს. მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ. დანარჩენებს, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ. სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანიამ" კახეთში სამ ლოკაციაზე უკვე დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება.

სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით, "რთველი 2021"-ის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრემიერის დავალებით, ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ჩავიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ჯერ კიდევ გასულ კვირას საკოორდინაციო შტაბი მოსავლის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე საუბრობდა. კერძოდ, 250-ზე მეტ კომპანიას 300 000 ტონამდე ყურძენი, უნდა გადაემუშავებინა. ის, თუ როგორ შეცვალა სტიქიამ რთველი 2021-ის გეგმები ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way