USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
რა ხდება ტეხასში
Date:  

რა ხდება ტეხასში (ან ტექსასში, როგორც გინდათ)?

მოკლედ იმის შესახებ თუ  რას წარმოადგენს ტეხასი:

- ტეხასის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი ) 2,5 ტრილიონი აშშდოლარია.

- ტეხასს მერვე ეკონომიკა აქვს პლანეტის მასშტაბით

- ტეხასი მსოფლიოში მესამე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია რუსეთის ფედერაციისა და საუდის არაბეთის შემდეგ,

- ტეხასის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მას ნავთობის წარმოებიდან მოგება უფრო მეტი აქვს ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე საუდის არაბეთს და რუსეთის ფედერაციას

- ტეხასური კორპორაციებია: ExxonMobil, AT&T, Dell, Shell, Pizza Hut.

- ტეხასში გადაიტანა 2021 წელს ილონ მასკმა Tesla-ს სათაო ოფისი. იქვე მდებარეობს Starbase SpaceX და თანამედროვე რაკეტების წარმოების ძირითადი ობიექტები

- ტეხასი არის მეორე ყველაზე დასახლებული და უდიდესი შტატი ამერიკაში.

- ტეხასი რომ იყოს ცალკე ქვეყანა, ის მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა სიაში მოხვდებოდა.

ამერიკელი დემოკრატები არალეგალი მიგრანტების ინტეგრირებას უჭერენ მხარს (როგორც იდეოლოგიურად, ასევე პრაგმატული მოსაზრებით) და აწყობთ მიგრანტების შემოჭრა აშშ-ში, რადგან მილიონობით ასეთი მიგრანტი ბუნებრივად დემოკრატებს მისცემს ხმას

რესპუბლიკელებმა იციან ეს და მხარს არ უჭერენ უკონტროლო მიგრაციას, როგორც იდეოლოგიურად ასევე პრაგმატული მოსაზრებით (მოწინააღმდეგის გაძლიერება რათ უნდათ?)

ტეხასი არის შემოჭრის ძირითადი კერა, რომლის გუბერნატორი რესპუბლიკელია, ხოლო ტეხასის მთავრობას ექვემდებარება Texas Military Department, რომელიც ეროვნულ გვარდიას აკონტროლებს და არაა დამოკიდებული ფედერალურ მთავრობაზე ბევრ ასპექტში. ეროვნული გვარდიის გამოყენება გუბერნატორს კანონიერად შეუძლია და არ უთანხმებს პრეზიდენტს, ან ფედერალებს.

რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გამოიყვანა ტეხასის გვარდია (36-ე ქვეითი დივიზია) და ცდილობს საზღვრის ჩაკეტვას (ოპერაცია Lone Star). ფედერალურმა მთავრობამ მოსთხოვა ახალი ჯებირების და მავრთულხლართების აღება, რაზეც ტეხასმა უარი განაცხადა. 24-მა შტატმა (სადაც რესპები არიან გუბერნატორები) მხარდაჭერა გამოუცხადა ტეხასს და საკუთარი შტატის გვარდიის დანაყოფები გააგზავნა საზღვრის დასაცავად

2024 წლის უკიდურესად მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ორივე პარტია ხელიდან არ უშვებენ შანსს ხმები დააკარგვინოს ოპონენტს. მიგრანტების კრიზისის მოუგვარებლობის გამო შეწყვეტილია აშშ-ს ბიუჯეტის დამტკიცებაც კი, სადაც უკრაინის დახმარებაც შედის!

პრობლების იდეოლოგიური ფესვები ე.წ. "ლიბერალიზმში" (ნეომარქსიზმი, კულტურული მარქსიზმი და ა.შ. ბევრი სახელი აქვთ) იღებს სათავეს. ეს იდეოლოგია 50-70 იანი წლებიდან იკიდებს ფეხს აშშ-ში და ამ ეტაპზე მაინსტრიმი გახდა იმ შტატებში, სადაც დემოკრატები არიან უმრავლესობაში. ტეხასში რაც ხდება, უბრალოდ ერთერთი გამოძახილია ამ იდეოლოგიური დაპირისპირების ორ ბანაკს შორის. ამ ეტაპზე ცხელი ფაზის საშიშროება არაა, მაგრამ საშუალო, ან შორეულ მომავალში პროგნოზირება ცოტა ძნელი საქმეა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way