USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
რა იქნებოდა, თუ ადამიანური საზოგადოების ნულიდან აღდგენა მოგვიწევდა?
Date:  253

 

სამყარო დასრულდა. ცა ჩამოიქცა. განკითხვის დღე დადგა და დასრულდა კიდეც.

რა იქნება ახლა? რა თქმა უნდა, ცივილიზაციის ხელახლა შენება უნდა დაიწყოთ.

როგორ დაიწყებდით აპოკალიფსის ფერფლიდან აღზევებას? რის გამოყენება შეგეძლებოდათ ძველი საზოგადოების ნარჩენებისგან?

და როგორ შეძლებდით რაიმეს გახსენებას?მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაინტერესებდეთ თუ როგორ მივიდა სამყარო დასასრულამდე, ეს არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.

მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მომაკვდინებელი ვირუსი, ასტეროიდი ან ბირთვული ომი, ან ყველაფერი ერთად.

რაც მთავარია, თქვენ ხართ ამ განკითხვის დღის იღბლიან გადარჩენილთა შორის.

თუმცა, დიდი ალბათობით, ყველა იმ ნივთის გარეშე, რომლებიც არსებითი იყო ადრინდელი ცხოვრებისთვის. ინტერნეტი და კომპიუტერი აღარ მუშაობს.

განადგურდა ბიბლიოთეკები და მონაცემთა ბაზები, ტრაგიკულად დაიღუპნენ მეცნიერები, ინჟინრები და ექიმები.

მაგრამ, გლოვისთვის დრო არ არის, რადგან კაცობრიობის ჩირაღდანი, ამ საშინელ დროებაში, ხელალა უნდა აინთოს.

ვინც მის ანთებას ითავებს, უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ყველა სხვა გადარჩენილთან ერთად.

საზოგადოების აღდგენის დასაწყებად, ნამდვილად საჭიროა მხოლოდ სამი ძირითადი რამ.

ასტრობიოლოგი ლუის დარტნელი თავის წიგნში "Knowledge: How to Rebuild Our World from Scratch-ში" ამბობს, რომ საზოგადოების განვითარებისთვის, საჭიროა სამი ძირითადი პუნქტი, რომელიც გამოირჩევა ყველაფრისგან.

ესენია: საკვები, ცეცხლი და ცოდნა.

თქვენ უნდა გაარკვიოთ, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ, რომ ყველამ მიიღოს საკვები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა გადარჩენისთვის. მოგიწევთ ენერგიის წყაროების მაქსიმალურად გამოყენება ხელსაწყოების დასამზადებლად და საწვავის ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სხვებს გაუზიაროთ და თან ჩაიწეროთ ეს ცოდნა, რათა თქვენი საზოგადოების მომავალმა განაგრძოს აყვავება. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩათვალოთ საკუთარი თავი ცოცხალ ენციკლოპედიად, მაინც არ გექნებათ საკმარისი ცოდნა, რათა დამოუკიდებლად შეაკეთოთ და შექმნათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

თქვენ დაგჭირდებათ გარშემომყოფების კოლექტიური სიბრძნე და ძალა.ასევე, მოემზადეთ კითხვების დასმისთვის და შედეგების შესასწავლად.

საზოგადოების აღდგენისკენ პირველი ნაბიჯი მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვანს - ცოცხლად დარჩენას.თავიდან, თქვენ მოგიწევთ ელექტროენერგიის, ანტიბიოტიკებისა და ჩვენი თანამედროვე სამყაროს კომფორტის გარეშე ცხოვრება.ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანებს სჭირდებათ სუფთა წყალი, თავშესაფარი და ცეცხლი სითბოსთვის.თუ არ იცით როგორ იზრუნოთ ამ საკითხებზე, უმჯობესია ეს საქმე ანდოთ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად.

მეორე ნაბიჯი ეხება ნარჩენების შეგროვებას, რათა იპოვოთ ის, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთვის და სხვებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ სუპერმარკეტებში მოიძიოთ ხანგრძლივი ვადის მქონე ნივთები და პროდუქტები.

მართალია, ამ შემგროვებლობას არ ექნება გრძელვადიანი სახე, მაგრამ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად წაგადგებათ და მუცლიდან მომავალ ხმასაც მინიმუმამდე დაიყვანს.შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკვები პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა.

და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ მათი გადარჩენის მეთოდი.

მარცვლეული, როგორებიცაა ხორბალი, ბრინჯი და სიმინდი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან კულტურებს შორის იყო.

ისინი სწრაფად იზრდებიან და მარაგსაც უმალვე ავსებენ.პირველ რიგში, მათზე გაამახვილეთ ყურადღება. თქვენ უნდა განავითაროთ მარცვლეულის ფქვილად გარდაქმნის ტექნოლოგიები.

მაგალითად, ძველი რომაული წყლის ბორბალის ან შუა საუკუნეების ქარის წისქვილის მსგავსი კონსტრუქციების აგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრის ხელით კეთება მოგიწევთ. იმედია, თქვენ და თქვენს საზოგადოებას ძალიან დიდი დრო არ დაგჭირდებათ იმის საპოვნელად, რაც რეალურად გამოსადეგია.

შემდეგ, საბოლოოდ შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ უფრო რთულ საკითხებზე. მაგალითად, ენერგიის სხვა წყაროების მოძებნაზე, გარდა ცეცხლისა. წლების შემდეგ, შეიძლება შეგაწუხოთ მაცდურმა ფიქრმა, რომ შეგიძლიათ ცხოვრების იქიდან გაგრძელება, სადაც თანამედროვე საზოგადოება დაპაუზდა.

მაგრამ, გზად მიხვდებით, რომ თანამედროვე ცხოვრებაში უკვე გამოვიყენეთ დედამიწის ბევრი რესურსი და ისინი აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

დაგჭირდებათ ძალიან რთული საბურღი სისტემების აშენება შორეულ ადგილებში და ეს არ იქნება ისეთი რეალისტური, მით უმეტეს, აპოკალიფსის შემდეგ. დიდი ალბათობით, ნივთების დაწვით შემოიფარგლებით.

და თუ მოინდომებთ დაიწყოთ რაიმე ფართომასშტაბიანი სამრეწველო პროექტი, როგორებიცაა ფოლადის, აგურის ან მინის დამზადება, მოგიწევთ ბევრი საწვავის ჯერ მოპოვება და შემდეგ დაწვა. ნახშირი ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება.

ქვანახშირს ძალიან ცხელი ალი ახასიათებს. ნახშირზე უფრო ცხელი.ის ასევე პრაქტიკულად ნახშირბადის ნეიტრალურია, ამიტომ იქნება შედარებით მდგრადი ვარიანტი თქვენი საზოგადოების აღსადგენად. შეგიძლიათ, მაგალითები აიღოთ ბრაზილიისგან, რომელიც ამჟამად ნახშირის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.

უბრალოდ, აიღეთ ხე, აცალეთ გახმობა, ჩაყარეთ მიწით დაფარულ ბორცვში და აცადეთ წვა.თუ ეს "რეცეპტი" არ არის თქვენთვის საკმარისი, მაშინ ბოდიში მინდა გითხრათ, რადგან ვერ შეძლებთ გადახტომას პირდაპირ განახლებად ენერგიაზე.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა მზის პანელების ღია ფერდობზე წამოჭიმვა, მაგრამ ისინი დამზადებულია სუფთა სილიკონისგან. ხოლო, სილიციუმი არის ქვიშა, რომელიც დამუშავებულია რთული გზით და მისი წარმოება ჯერ არ შეგიძლიათ.

და, აი, მივედით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯამდე, რომელსაც კომუნიკაცია ჰქვია. კომუნიკაცია ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თქვენ დაგჭირდებათ სხვა გადარჩენილების პოვნა და მათთან საუბარი, რათა გადაარჩინოთ კაცობრიობა. მცირე მასშტაბზე, შეძლებდით სხვებთან დაკავშირებას ადგილობრივ მათი სწავლებითა და შთაგონებით. ისტორიები ინფორმაციის შესანახად შესანიშნავი საშუალებაა.

კარგად მოთხრობილ ამბავს შეუძლია 20-ჯერ გააადვილოს მნიშვნელოვანი ფაქტების დამახსოვრების პროცესი.  იმისათვის, რომ იპოვოთ გადარჩენილები თქვენ მიღმა, ძირითადი ტექნოლოგია, როგორიცაა რადიო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ იმაზე რთული იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.თუ ამის გაგებას მოახერხებთ, შემდეგი ამოცანა იქნება შეტყობინებების შექმნა. სწორედ აქ შემოდის თამაშში მორზეს კოდის მსგავსი რაღაც. მაგრამ, არსებობს შანსი, რომ მისი სწავლაც მოგიწევთ ნულიდან. კარგი ამბავი არის ის, რომ მაშინაც კი, თუ ადრესატები მაშინვე ვერ შეძლებენ მის გაშიფრვას, გაიგებენ, რომ სხვა გადარჩენილებიც არიან. მას შემდეგ, რაც დაამყარებთ კონტაქტს სხვა თემებთან, შეგეძლებათ მათთან ვაჭრობის დაწყება.შეგიძლიათ გაუზიაროთ რესურსები და ინფორმაცია. და ეს გააუმჯობესებს ორივე საზოგადოების გადარჩენის უნარსა და შანსებს.

ნაბიჯ-ნაბიჯ, თქვენ იქნებით საზოგადოების აღდგენის გზაზე. ასევე, იქნებ გაითვალისწინოთ თანამედროვე ცხოვრების მინუსები და საყოველთაო კოლაფსის გამომწვევი მიზეზები და არ იცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობდით "განკითხვის დღემდე".

ასაზრდოეთ სიყვარული თქვენს საზოგადოებაში და გადაეცით ეს მნიშვნელოვანი მესიჯი ყველას, როგორც ცხოვრების ფუნდამენტური და დაუწერელი კანონი, რომელიც ხსნის ყველანაირ პრობლემას და მშვიდობის აბსოლუტური გარანტია.

ავტორი: გიორგი დადვანი

მომზადებულია What If Show-ის მიხედვით.

მთავარი სურათი: What If

წყარო:https://futurepost.ge/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way