USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
რა ღირდა სურსათი 1999 წელს და რა ღირს ახლა - სტატისტიკა
дата:  1620

საქსტატი ქვეყანაში ძირითადი სასურსათო პროდუქტების ყოველკვარტალური ფასების ინდექსს 1999 წლიდან ადგენს. მისი მიხედვით, თუ 23 წლის წინ ერთი პური 30 თეთრი ღირდა, ახლა მისი საშუალო ფასი ქვეყნის მასშტაბით 1.18 ლარია.

ანალოგიური ტენდენციაა სხვა სასურსათო პროდუქტებთან მიმართებითაც; მაგალითად, ლიტრი ზეთი 1999 წელს 2.17 ლარი ღირდა, 2021 წლის მეოთხე კვარტალში კი მისმა ფასმა 8 ლარს გადააჭარბა. კარტოფილი 1999 წელს საშუალოდ 44 თეთრი ღირდა, 2021 წლის ბოლოს კი 1.46 ლარი, ყველის ღირებულება 3.7 ლარი იყო, ახლა კი საშუალოდ 14 ლარი ღირს. 10 კვერცხის საფასური კი 1.50 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა.საქსტატი ქვეყანაში ძირითადი სასურსათო პროდუქტების ყოველკვარტალური ფასების ინდექსს 1999 წლიდან ადგენს. მისი მიხედვით, თუ 23 წლის წინ ერთი პური 30 თეთრი ღირდა, ახლა მისი საშუალო ფასი ქვეყნის მასშტაბით 1.18 ლარია.

პურის ფასი 1999-2021 წლებში:

ზეთის, კარტოფილის, ლობიოს და ყველის ფასები 1999-2021 წლებში:

ხორცის და კვერცხის ფასი 1999-2021 წლებში:

წყარო:https://bm.ge/
мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати