USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
რა გავლენა ექნება კორონა ვირუსს ავიაკომპანიების საფასო პოლიტიკაზე
თარიღი:  594

კორონა ვირუსმა ავიაციის ინდუსტრია დროებით მთლიანად დაბლოკა. რა ზეგავლენა ექნება ამ ფაქტს ავიაკომპანიების საფასო პოლიტიკაზე, როცა საჰაერო სივრცე კვლავ გაიხსნება?

მას შემდეგ, რაც  საკარანტინო შეზღუდვები იხსნება და ქვეყნები თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ყურადღებას იპყრობენ დარგები, რომლებიც თვეების მანძილზე სრულ კოლაფსში იმყოფებოდნენ, პირველ რიგში, კი ავიაციის სფერო. ამ დროის განმავლობაში სრულად იყო მოხსნილი რეგულარული ფრენები და მხოლოდ სპეციალური რეისები სრულდებოდა.   

ავიაკომპანიებს უდიდესი ფინანსური ზარალი მიადგათ და ბევრი მათგანი უკვე გაკოტრების პირას დგას. ეს კი მხოლოდ ერთი რამისკენ მიგვითითებს. ვინც გადარჩება, რეგულარული ფრენების დასაწყებად დიდი რესურსი დასჭირდება, რაც ცალსახად ბილეთების ფასზე აისახება, თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან დიდ სუბსიდიებს ვერ მიიღებენ. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კომპანია ამ კრიზისს ვერ გადაურჩება და ბაზრიდან გავა, კონკურენტების შემცირებით კი დარჩენილები მეტ ძალაუფლებას მიიღებენ საფასო პოლიტიკის წარმოებაზე.

„ჯერ-ჯერობით არა თუ ჩვენ, არამედ  თავად ავიაკომპანიებსაც კი არ აქვთ არანაირი წარმოდგენა ოპტიმალურ საფასო პოლიტიკაზე, ყველა ის მონაცემი თუ სტატისტიკა, რაც წლების მანძილზე მათ ფასების დადგენის მხრივ მიმართულებას აძლევდა, დღეს სრულიად უსარგებლოა“ - აცხადებს ამადეუსის (კომპანია, რომელიც ფლობს პროგრამას, სადაც თავმოყრილია ყველა ავიაკომპანიის ბილეთები) აღმასრულებელი დირექტორი ბენჯამინ კენი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ აქამდე ავიაკომპანიებს ჰქონდათ წარმოდგენა, თუ დაახლოებით რამდენ ადამიანი მოგზაურობდა წლის მანილზე და დაახლოებით რა თანხა ჰქონდათ მათ ამისთვის გათვლილი, ახლა ეს ციფრები სრულიად უცნობია და პრაქტიკაში გამოცდის გარეშე მათი გამოანგარიშება შეუძლებელი.

თუმცა ავიაკომპანიების მესვეურებს თავიანთი ვარაუდები მაინც აქვთ. პოლ სიმონსი - მალაიზიის ავიახაზების გენერალური დირექტორი წერს, რომ ფასისა და მოთხოვნის თანაფარდობა ლოგიკური აღარ იქნება. თუ ადრე ფასის დაგდება ბუნებრივად იწვევდა მოთხოვნის ზრდას და დავუშვათ 50 დოლარად უფრო მეტი ადამიანი იფრენდა, ვიდრე 100 დოლარად, ამ მდგომარეობაში მსგავსი მიდგომით ავიაკომპანიები ვეღარ იმუშავებენ, რადგან ფასის ფაქტორს შიშის ფაქტორი ემატება და არავინ იცის 50 დოლარად ფრენის მსურველებიდან რამდენს აქვს ეს ფაქტორი. ამიტომ შესაძლოა, სრულიად უმიზეზოდ დააგდონ ფასი და 100 დოლარიანი ბილეთის მსურველები  50 დოლარად აფრინონ.

მართალია, ამ სფეროს მნიშვნელოვანი ფიგურები ჯერ ჯერობით გადაჭრით არ ამბობენ , რომ მხოლოდ მაღალფასიანი ბილეთების გაყიდვას აპირებენ, მაგრამ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ეს მოკლევადიან პერსპექტივებში სფეროს  გადარჩენის ერთადერთი გზაა და თამაშში დარჩენილი ავიაკომპანიები მაქსიმალურად ეცდებიან მაქსიმალური მოგება იმ ადამიანებისგან ამოიღონ, რომლებისთვისაც ფრენა აუცილებლობაა. იქნება ეს სამსახურეობრივი მოვალეობები თუ ოჯახის მონახულება.

ერთადერთი პოზიტიური ფაქტი, რაც დღევანდელ ვითარებას თან ახლავს, არის ის, რომ საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და შესაძლოა ნეტო ფასის შემცირებამ ფასების კატასტროფული ზრდისგან მაინც აგვარიდებინოს თავი.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა საფასო პოლიტიკას დადებენ ვიზეარი, რაინეარი და პეგასუსი. საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები.  პეგასუსზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ავიაკომპანიაზე, ფაქტობრივად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ფასების ცვლილება მოხდება, ეს კატასტროფულ სახეს ნამდვილად არ მიიღებს და კვლავ გვექნება შესალებლობა მსოფლიოს 80-ზე მეტი ქალაქის მიმართულებით სტამბულის გავლით ხელმისაწვდომ ფასად მოვხვდეთ.

რაც შეეხება ვიზეარსა და რაინეარს, ისინი დღემდე სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი სუბსიდირების პროგრამით სარგებლობდნენ.  ალბათ, ფასთა ცვალებადობა დიდწილად ამ სუბრისიდირების პროგრამის გაგრძელებაზე იქნება დამოკიდებული. და თუ გავითვალისწინებთ,  რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის ევროპასთან ასეთი მარტივი მიმოსვლა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო დიდ რესურსს ჩადებს იმაში, რომ ამ კომპანიებს ფასების შესამჩნევად ცვლილება ან სულაც საქართველოს ბაზრიდან გასვლა არ მოუწიოთ.

 

bbc-ს მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ელენე ხვედელიძემ

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის