USD 2.7419
EUR 3.1833
RUB 3.4926
Tbilisi
რა განცხადებები გააკეთეს ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა შეხვედრისას
Date:  934

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტს პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო. ამის შემდეგ პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რა დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არ არის კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა.

„ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არ იყოს კონიუნქტურული და არავის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანობის პრინციპებს და დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ასახავს მრავალპოლარულ რეალობას და საერთაშორისო კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს.

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ცვალებად საერთაშორისო გარემოს გაუძლო და მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისთვის ეტალონად იქცა, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მიმდინარე წელს აღინიშნება ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილე. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ეტალონს, რომელიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობით და ორმხრივი სარგებლით“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი მტკიცებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მდგრადი განვითარება არა მხოლოდ ორი ქვეყნისა და ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს, არამედ სარგებლის მომტანია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

„ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთისთვის კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავამყაროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ერთობლივად დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way