2021 იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19.6%-ით აღემატება. წელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტმა $276 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით EU-მ საქართველოს მთლიან ექსპორტში 23%-იანი წილი დაიკავა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნედლეულს წარმოადენს - მათ შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები, რომელთა ინდუსტრიული გადამუშავება სწორედ ევროკავშირში ხდება. ექსპორტის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს თხილი, მესამეზე კი აზოტოვანი სასუქებია.








თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.