USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
რა გააქვს რუსეთს ექსპორტზე მსოფლიოში? - TOP-10 საქონელი
Date:  738

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “რესპუბლიკების” აღიარებას აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველი ტალღა უკვე მოჰყვა. მათ შორის გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერდა Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელსაც ევროპისთვის წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდებინა.

რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონელი სწორედ ბუნებრივი რესურსებია. ქვეყანა დღეში 10 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებს, რითიც გლობალურად მესამე ადგილზეა; რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია. მთლიანობაში ქვეყნის საექსპორტო შემოსავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ფასზე. სწორედ ნავთობის გაძვირების გამო, 2021 წელს რუსეთის ექსპორტი 46%-ით გაიზარდა და $493 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ექსპორტის ნახევარზე მეტი - 54% საწვავ და ენერგეტიკულ პროდუქტებზე მოდიოდა.

უფრო დეტალურად რუსეთის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:

1. ნედლი ნავთობი - $110.1 მილიარდი, 230 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 52%;
2. ნავთობპროდუქტები (გარდა ბენზინისა და დიზელისა) - $70.0 მილიარდი, 144 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 102%;
3. ბუნებრივი აირი - $55.5 მილიარდი, 203 მლრდ კუბ მეტრი, მატება წინა წელთან 114%;
4. მანქანები და აღჭურვილობა - $32.6 მილიარდი, მატება წინა წელთან 16%;
5. შავი ლითონები - $28.9 მილიარდი, 44 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 164%;
6. დიზელი - $26.2 მილიარდი, 49 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -30%;
7. ბენზინი - $22.9 მილიარდი, 59 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 197%;
8. შავი, ლითონები, (გარდა თუჯის, ფეროშენადნობებისა და ჯართისა) - $22.0 მილიარდი, 31 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -60%;
9. ქვანახშირი - $17.6 მილიარდი, 211 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 201%;
10. ფოლადი - $9.2 მილიარდი, 15 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -12%;

მთლიანობაში რუსეთის ექსპორტის 2/3-ზე მეტი ნედლეულისგან შედგება. 

ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობის ფასი 8%-ით, 93 დოლარამდე გაიზარდა, რაც მათ შორის რუსეთის საექსპორტო შემოსავალსაც ზრდის. გუშინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის შეჩერება ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრ ზრდას და 1000 კუბური მეტრის 2000 ევრომდე გაძვირებას გამოიწვევს.

წყარო:https://bm.ge/

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way