USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
რა ეკონომიკურ რისკებს ხედავს Galt&Taggart 2024 წელს? - ლაშა ქავთარაძის პოზიცია
Date:  850

Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე 2024 წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ რისკებზე საუბრობს. როგორც ის „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განმარტავს, იმ რეფორმების შედეგად, რომლებიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის ფარგლებში უნდა გაატაროს, პოტენციურად ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში დაგენერირდება უფრო ხარისხიანი იქნება ის .

„რაც შეეხება რისკებს, რისკები არსებობს და ეს რისკები არასდროს არ არის შენელებული, პირიქით, ყოველ წელს ახალ-ახალი ჩნდება. ამ რისკების ფონზე ჩვენ გასულ წლებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო და უფრო დივერსიფიცირებული ხდება. მაგალითად, ადრე სექტორების მიხედვით თუ შევხედავდით და წამყვანი იყო რამდენიმე სექტორი, ახლა სექტორები დაემატა, მაგალითად IT-ის მიმართულება. 2022 წლიდან IT სექტორმა დამატებულ ღირებულებაში საფინანსო სექტორსაც კი გადაუსწრო. ასევე განათლების სექტორი, უცხოელი სტუდენტების ნაკადები და მათ მიერ განხორციელებული ხარჯები მაღალი არის.

ეს ნიშნავს, რომ თუ რაიმე რისკის რეალიზების შემთხვევაში რომელიმე სექტორზე ზეწოლა მოხდება, სხვა სექტორს ამის დაბალანსება ადგილად შეეძლება.

ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია ხუთ პროცენტზე ცოტა მეტად გაზდა შეგვიძლია, თუმცა სტრუქტურული რეფორმები, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით უნდა განვახორციელოთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანური კაპიტალის როლი კიდევ უფრო გაიზრდება და ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც დაგენერირდება ქვეყანაში უფრო ხარისხიანი იქნება. ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში პოტენციური დონის ამაღლების შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

წყარო:https://bm.ge/

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way