USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?
дата:  713

23 ოქტომბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.7262 ლარი. კურსის ცვლილება 0.55 თეთრი.
  • 1 ევრო - 2.9514 ლარი. კურსის ცვლილება 0.05 თეთრი;
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5378 ლარი. კურსის ცვლილება 0.43 თეთრი;
  • 1 თურქული ლირა - 0.0796 ლარი. ცვლილება 0.01 თეთრი;
  • 100 რუსული რუბლი - 2.8281 ლარიცვლილება 1.29 თეთრი;
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.6033 ლარი. კურსის ცვლილება 0.33 თეთრი;
  • 1000 სომხური დრამი - 7.0399 ლარი. კურსის ცვლილება 1.31 თეთრი;
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6597 ლარი. ცვლილება 0.09 თეთრი.
мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати