USD 2.6946
EUR 3.1497
RUB 3.5590
Tbilisi
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
Date:  177

8 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი – 2.7016 ლარი. გამყარდა 0.06 თეთრი;
1 ევრო – 3.1522 ლარი. გამყარდა 0.26 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6056 ლარი. გამყარდა 1.71 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0636 ლარი. გამყარდა 0.00 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.5078 ლარი. გაუფასურდა 1.93 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0815 ლარი. გაუფასურდა 0.31 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5890 ლარი. გამყარდა 0.04 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6402 ლარი. გაუფასურდა 0.09 თეთრი.

World
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს

დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way