10 აპრილს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
1 აშშ დოლარი 2.7563 ლარი. გაუფასურდა 0.02 თეთრი;
1 ევრო 3.0143 ლარი. გამყარდა 0.89 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5179 ლარი. გამყარდა 2.40 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.0725 ლარი. დარჩა უცვლელი;
100 რუსული რუბლი 3.2162 ლარი. გაუფასურდა 1.57 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6210 ლარი. გაუფასურდა 0.02 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0765 ლარი. გაუფასურდა 3.36 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6693 ლარი. გამყარდა 0.14 თეთრი;
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.