USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
Date:  344

9 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.8395 ლარი. კურსის ცვლილება - 2.1 თეთრი.
  • 1 ევრო - 2.9287 ლარი. კურსის ცვლილება - 1.35 თეთრი;
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5329 ლარი. კურსის ცვლილება - 1.65 თეთრი;
  • 1 თურქული ლირა - 0.0802 ლარი. ცვლილება - 0.04 თეთრი;
  • 100 რუსული რუბლი - 2.7146 ლარიცვლილება - 10.41 თეთრი;
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.6699 ლარი. კურსის ცვლილება - 1.23 თეთრი;
  • 1000 სომხური დრამი - 7.1636 ლარი. კურსის ცვლილება - 5.07 თეთრი;
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6724 ლარი. ცვლილება - 0.53 თეთრი.
tbilisi
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way