USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Тбилиси
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  297

25 ნოემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.7384 ლარი. კურსის ცვლილება +0.49 თეთრი.
  • 1 ევრო - 2.8548 ლარი. კურსის ცვლილება +3.14 თეთრი;
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.4293 ლარი. კურსის ცვლილება +3.46თეთრი;
  • 1 თურქული ლირა - 0.0792 ლარი. ცვლილება +0.02 თეთრი;
  • 100 რუსული რუბლი - 2.6619 ლარიცვლილება +5.95 თეთრი;
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.6107 ლარი. კურსის ცვლილება +0.23 თეთრი;
  • 1000 სომხური დრამი - 7.0327 ლარი. კურსის ცვლილება +2.40 თეთრი;
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6627 ლარი. ცვლილება +0.17 თეთრი.
мир
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს

უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა, შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი გახდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამჟამად, ერთადერთი არსებითი პროექტი ამერიკული, ტრამპის პროექტია. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების კარგი საფუძველი გახდეს და ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმაც ისაუბრა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოგვიანებით ევროპელების მონაწილეობა აუცილებელი იქნება“.

„ბუნებრივია, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა საჭირო გახდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ასევე, პესკოვის ცნობით, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ტექსტი უკვე შეიცვალა.

„ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვესმის, რომ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა, გარკვეული ცვლილებები შედის. გვესმის, რომ ტექსტმა, რომელიც არაოფიციალურად ნაადრევად მივიღეთ, ცვლილებები განიცადა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

более
голосование
Кстати