USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
Date:  445

18 ოქტომბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.7171 ლარი
  • 1 ევრო - 2.9516 ლარი.
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5344 ლარი. 
  • 1 თურქული ლირა - 0.0795 ლარი.
  • 100 რუსული რუბლი - 2.7992 ლარი.
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.5979 ლარი. 
  • 1000 სომხური დრამი - 7.0255 ლარი. 
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6587 ლარი.
tbilisi
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way