USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Тбилиси
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  191

5 სექტემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.6956 ლარი. 
  • 1 ევრო - 2.9792 ლარი. 
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5350 ლარი.
  • 1 თურქული ლირა - 0.0792 ლარი.
  • 100 რუსული რუბლი - 3.0089 ლარი
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.5850 ლარი. 
  • 1000 სომხური დრამი - 6.9564 ლარი. 
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6541 ლარი.
Тбилиси
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати