USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Тбилиси
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  221

დღეს, 3 ივლისს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება:

  • 1 აშშ დოლარი - 2.7937 ლარი. 
  • 1 ევრო - 2.9937 ლარი. 
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5321 ლარი.
  • 1 თურქული ლირა - 0.0854 ლარი. 
  • 10 ჩინური იუანი - 3.8421 ლარი. 
  • 100 რუსული რუბლი - 3.1717 ლარი
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.6430 ლარი. 
  • 1000 სომხური დრამი - 7.2056 ლარი
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6851 ლარი
область
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати