USD 2.7297
EUR 3.0480
RUB 2.9399
Tbilisi
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
Date:  234

დღეს, 26 ივნისს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება:

  • 1 აშშ დოლარი - 2.8357ლარი. 
  • 1 ევრო - 3.0410 ლარი. 
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.5985 ლარი.
  • 1 თურქული ლირა - 0.0859 ლარი. 
  • 10 ჩინური იუანი - 3.9046 ლარი. 
  • 100 რუსული რუბლი - 3.2270 ლარი
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.6668 ლარი. 
  • 1000 სომხური დრამი - 7.2710 ლარი
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.6980 ლარი
region
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way