USD 2.8327
EUR 3.0310
RUB 3.3084
Тбилиси
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  171

დღეს, 15 ივნისს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება:

  • 1 აშშ დოლარი - 2.8688 ლარი. 
  • 1 ევრო - 3.0682 ლარი. 
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.6471 ლარი.
  • 1 თურქული ლირა - 0.0878 ლარი. 
  • 10 ჩინური იუანი - 3.9536 ლარი. 
  • 100 რუსული რუბლი - 3.2115 ლარი
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.6880 ლარი. 
  • 1000 სომხური დრამი - 7.3929 ლარი. 
  • 10 უკრაინული გრივნა - 0.7047 ლარი
мир
«Publico» (პორტუგალია): „პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს“

პორტუგალიის გაზეთი „პუბლიკო“ (Publico) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს“ (ავტორი - ნუნო სოუზა, გელზენკირხენიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მდიდარი ისტორიის მქონე გუნდმა სძლია ისეთ ძლიერ გუნდს, რომელმაც ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლის უფლება ნაადრევად მოიპოვა.  საქართველო თავის ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა სენსაციურად დაასრულა გათამაშება - პორტუგალიას ორით ნოლი მოუგო.

პორტუგალია და საერთოდ, მთელი საფეხბურთო ევროპა აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელსაც მათ მოწინააღმდეგე შეუქმნიდა - საქართველოს დასაკარგი არაფერი არ ჰქონდა...

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპელები უკიდურესად გააოცეს. ახალბედა, რომელმაც ტიტულოვანი მეტოქე დაამარცხა. ვილი სანიოლმა რობერტო მარტინესს აჩვენა, რომ დიდი და სახელოვანი ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებები ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიან თამაშს.

საქართველო თავისი საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში იმყოფება. ქართველი გულშემატკივარ-ქომაგების რეაქცია ყველაფრის მთქმელია - ისინი ოვაციებით პასუხობდნენ თავიანთი გუნდის წარმატებას. მათ იციან, რომ პორტუგალიის მარცხის შემდეგ ესპანეთი კიდევ უფრო ფრთხილი იქნება ახალბედა ვარსკვლავთან თამაშის დროს.

წყარო: https://www.publico.pt/2024/06/26/desporto/cronica_de_jogo/carrossel-portugues-girou-sentido-contrario-2095443

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати