USD 2.7596
EUR 3.0002
RUB 3.0377
Тбилиси
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  107

დღეს, 19 აპრილს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება:

  • 1 აშშ დოლარი - 2.6711 ლარი. 
  • 1 ევრო - 2.8453  ლარი.
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.3223 ლარი. 
  • 1 თურქული ლირა - 0.0819  ლარი. 
  • 10 ჩინური იუანი - 3.6889 ლარი.
  • 100 რუსული რუბლი - 2.8623  ლარი.
  • 1 აზერბაიჯანული მანათი - 1.5709  ლარი. 
  • 1000 სომხური დრამი - 6.7967  ლარი. 
  • 10 უკრაინული გრივნა -0.6709 ლარი.
бизнес
საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ისანში 16 კორპუსის აშენებას გეგმავს - გრგ-ს დეტალები

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" 16 შენობისგან შემდგარი უბნის მშენებლობას გეგმავს.

გარემოს რეგულირების გეგმა საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. გრგ-ში ბოლო ცვლილებები 2024 წლის 2 მაისს შევიდა. კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია მოიცავს გაბრიელ სალოსის გამზირს 116-დან 124 ნომრამდე. წარდგენილი განცხადების მიხედვით, ყველაზე დაბალი შენობა 10 -სართულიანი, ყველაზე მაღალი შენობა კი, 36-სართულიანი იქნება.

კომპლექსში ჯამში ნავარაუდევი ბინების რაოდენობა 2500 ერთეულია. მათი საცხოვრებელი ინტენსივობის კ-2 ფართობი დაახლოებით შეადგენს 202592 კვ.მ-ს.

ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილ ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამი მფლობელი ჰყავს:

  • შპს „ელიტა ბურჯი“;
  • სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“;
  • შპს „ივერია 90“.

აქედან, შპს „ივერია 90“-ია შპს „ელიტა ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს თავის მხრივ ფონდი „ქართუ“ ფლობს. სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ (რომელიც ამავე მისამართზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116ა-შია რეგისტრირებული) კი „ქართუ ფონდის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

რაც შეეხება თავად პროექტს, თბილისის საკრებულოში წარგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 16 კორპუსის მშენებლობა, რომელთა ძირითადი ნაწილი არის შერეული ფუნქციის. კერძოდ:

  • ნაკვეთი #1 -ის ფართია: 11850 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 75%
    საზოგადოებრივ საქმიანი ფუნქცია - 25%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 840.04 კვ.მ
  • ნაკვეთი #2 -ის ფართია: 6690 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სპეცზ-1 (4544 კვ.მ.); რზ-1 (2146 კვ.მ.)
    სარეკრეაციო ფუნქცია;
    საგანმანათლებლო ფუნქცია
  • ნაკვეთი #3 -ის ფართია: 18340 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1513.20 კვ.მ
  • ნაკვეთი #4 -ის ფართია: 21916 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1877.20 კვ.მ
  • ნაკვეთი #5 -ის ფართია: 15360 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სსზ-1
    საცხოვრებელი ფუნქცია - 90%
    საზოგადოებრივი ფუნქცია - 10%
    საცხოვრებელი ფუნქციის ნამატი ფართის 4% = 1349.40 კვ.მ
  • ნაკვეთი #6 -ის ფართია: 2764 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: სზ-6
    საცხოვრებელი ფუნქცია
    საზოგადოებრივი ფუნქცია: მცირე კომერციული ფართებით
  • ნაკვეთი #7 -ის ფართია: 5822 კვ.მ.
    ფუნქციური ზონა: ტზ-1
    სატრანსპორტო ფუნქცია
    ფუნქცია: გზა.

"ქართუს" მიერ წარდგენილი ბარათის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ მოცულობითია და საჭიროებს დეტალურ არქიტექტურულ დამუშავებას ინდივიდუალური ბლოკების მიხედვით შესაბამისად სექტრონ N-1;3;4;5 ში ფუნქციური შერევის პროცენტულობა ბლოკების მიხედვით დაზუსტდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე მაღალი კლასის საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით.

ასევე იგეგმება კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის საერთო სარგებლობის 4 სპორტული მოედნის მოწყობაც.

აუცილებელი მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დამატებით 140 ერთეული პარკინგი განთავსდება გარე ტერიტორიისთვის.

კომპანიის მიერ საკრებულოში წარდგენილი წერილით ირკვევა, ის, რომ "ქართუს" თვლის, რომ კომპლექსის მშენებლობას სუსტი მხარეები არ გააჩნია.

წყარო: https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати