საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები ლართან მიმართებაში
15.04.2024
1 აშშ დოლარი - 2.6709 ლარი
1 ევრო - 2.8453 ლარი
1 დიდი ბრიტანეთის სტერლინგი - 3.3333 ლარი
1 თურქული ლირა- 0.0826 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი - 1.5716 ლარი
1000 სომხური დრამი - 6.7875 ლარი
100 რუსული რუბლი - 2.8573 ლარი
100 იაპონური იენი - 1.7419 ლარი
10 ჩინური იუანი - 3.6904 ლარი
10 უკრაინული გრივნა - 0.6772 ლარი
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" 16 შენობისგან შემდგარი უბნის მშენებლობას გეგმავს.
გარემოს რეგულირების გეგმა საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. გრგ-ში ბოლო ცვლილებები 2024 წლის 2 მაისს შევიდა. კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია მოიცავს გაბრიელ სალოსის გამზირს 116-დან 124 ნომრამდე. წარდგენილი განცხადების მიხედვით, ყველაზე დაბალი შენობა 10 -სართულიანი, ყველაზე მაღალი შენობა კი, 36-სართულიანი იქნება.
კომპლექსში ჯამში ნავარაუდევი ბინების რაოდენობა 2500 ერთეულია. მათი საცხოვრებელი ინტენსივობის კ-2 ფართობი დაახლოებით შეადგენს 202592 კვ.მ-ს.
ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილ ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამი მფლობელი ჰყავს:
აქედან, შპს „ივერია 90“-ია შპს „ელიტა ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს თავის მხრივ ფონდი „ქართუ“ ფლობს. სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ (რომელიც ამავე მისამართზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 116ა-შია რეგისტრირებული) კი „ქართუ ფონდის“ შვილობილი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილი, „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
რაც შეეხება თავად პროექტს, თბილისის საკრებულოში წარგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთლიან საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება 16 კორპუსის მშენებლობა, რომელთა ძირითადი ნაწილი არის შერეული ფუნქციის. კერძოდ:
"ქართუს" მიერ წარდგენილი ბარათის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ მოცულობითია და საჭიროებს დეტალურ არქიტექტურულ დამუშავებას ინდივიდუალური ბლოკების მიხედვით შესაბამისად სექტრონ N-1;3;4;5 ში ფუნქციური შერევის პროცენტულობა ბლოკების მიხედვით დაზუსტდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე მაღალი კლასის საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით.
ასევე იგეგმება კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის საერთო სარგებლობის 4 სპორტული მოედნის მოწყობაც.
აუცილებელი მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშდება კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დამატებით 140 ერთეული პარკინგი განთავსდება გარე ტერიტორიისთვის.
კომპანიის მიერ საკრებულოში წარდგენილი წერილით ირკვევა, ის, რომ "ქართუს" თვლის, რომ კომპლექსის მშენებლობას სუსტი მხარეები არ გააჩნია.
წყარო: https://bm.ge/